საზოგადოება

რომელია 12-დან 5 ყველაზე რთული ზოდიაქოს ნიშანი

 

მოგეხსენებათ, რომ სულ 12 ზოდიაქოს ნიშანია, თუმცა მათ შორის მხოლოდ 5 რთული ზოდიაქო გამოირჩევა, რომელთა  ხასიათი ვარსკვლავებმა დაბადებისთანავე უკვე განსაზღვრეს. მაშ რომელია ეს რთული ხუთეული?

თხის რქა. ადვილი არაა მათთან ურთიერთობა, ზედმეტსახელი “ჯიუტი” კი ზედგამოჭრილია. არასოდეს გააკეთებენ იმას, რაც არ სურთ. იშვიათად ეპყრობიან სხვებს პატივისცემით, რის გამოც მათი სოციალური წრე ყოველთვის შეზღუდულია. ისინი არ დაუშვებენ უსაქმურობას, ამიტომ გარს ღირსეული და ძლიერი ადამიანები ყავთ. თუ შემთხვევით შეგიყვარდათ “თხის რქა”, მაშინ გაძლება და მოთმინება გმართებთ.

მერწყული. ძალიან კონკრეტული კომუნიკატორია. ყველაფერს აფასებს მხოლოდ საკუთარი აზრებით. ადვილად დაადანაშაულებს სხვას თავის გასამართლებლად. საკმაოდ ამბიციურია და ხშირად ეს თრგუნავს მას. განსხვავებული გონებრივი ნიჭით დაჯილდოვებულია, თუმცა უდიდესი ემოციების გავლენით ხშირად სცდება მიზნებს სწორი გზიდან.

ვერძი. ის ძალიან იმპულსურია, შეუძლია 15 წამში დაანგრიოს მთელი ცხოვრების მანძილზე ნაშენები, ეს კი ეხება არამარტო პროექტებს, არამედ ურთიერთობებსაც. ყოველთვის მართალია, თუმცა თუ მოხდა გამონაკლისი და შეცდა, მაინც უნდა აღიაროთ რომ მართალია. თუ შეგიყვარდათ ვერძი, გაითვალისწინეთ, რომ მშვიდი ცხოვრება მხოლოდ 2 დღე გექნებათ, რადგან მღელვარება და ცეცხლი იბრიალებს მუდმივად.

ტყუპები. მათთვის ადვილი არაა ერთ ადგილას ყოფნა. გაუთავებლად ლაყბობენ და თან ჭირვეულობენ. კრიტიკულ მომენტებშიც კი “გულგრილის ნიღაბს” ირგებენ ან სისასტიკით ტოვებენ ადგილს ისე, რომ დამშვიდობებასაც არ ელოდოთ. გარშემომყოფთა აზრები მათთვის ერთ-ერთი ცარიელი ხმაა. საკუთარი ფანტაზიები აქვთ საკუთარივე სამყაროში. მზაკვრულები არიან.

მორიელი. ყველაზე ბოროტია მთელს ზოდიაქოს ნიშნებში. მისთვის შეუძლებელი არაფერია. ძალიან მკაცრი დამოკიდებულება აქვს სამყაროს მიმართ. საკუთარი სუპერ ეგოს წყალობით შურისმაძიებელია. მისთვის ადამიანი- ეს არის საკუთარი ქონება, ამიტომ თუ მის ქსელში გაებით, სამუდამოდ მოგიწევთ იქ დარჩენა. ნებისმიერი ურთიერთობები ამ ზოდიაქოს ნიშანთან აუცილებლად დასრულდება მძიმე შედეგებით.

intermedia.ge

იტვირთბა....