ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პრემიერის განცხადების შემდეგ “ბათუმის წყლის” დირექტორი თანამდებობიდან გადადგა

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადების შემდეგ, ბათუმის წყლის ხელმძღვანელმა ალექსანდრე მიქელაძემ თანამდებობა დატოვა.

მან ჯერ პირადი ინტერესებისთვის უწყების გამოყენება ცალსახად უარყო, თუმცა მოგვიანებით განმარტა, რომ სამსახურიდან გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე მიდის.

ცნობისთვის, მედიასაშუალებებით რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ბათუმის წყლის” დირექტორმა ქალაქის ერთ-ერთ რესტორანში სასურველი მაგიდა ვერ დაჯავშნა, რის შემდეგაც მან რესტორანი გაბრაზებულმა დატოვა და ცოტა ხანში რესტორანს წყალმომარაგება შეუწყვიტა. ამ ფაქტის შესწავლა პრემიერ-მინიტსრმა მოითხოვა და მისი დადასტურების შემთხვევაში ალექსანდრე მიქელაძის გადაყენება მოითხოვა. მიქელაძე კი პრემიერის ამ განცხადებას დაეთანხმა.

იტვირთბა....