ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“როცა პროკურატურა დასკვნას გამოაცხადებს, მაშინ მოვიკითხავთ თოფაძეს”

“როცა პროკურატურა საგარეჯოს არჩევნებთან დაკავშირებით საკუთარ დასკვნას გამოაცხადებს, მაშინ მოვიკითხავთ გოგი თოფაძეს, მის ცილისმწამებლურ კამპანიასთან დაკავშირებით”, – ამის შესახებ “რესპუბლიკელთა” ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა “იმედის” გადაცემა “პოლიტიკაში” სტუმრობისას განაცხადა.

“იმედი მაქვს, პროკურატურა ძალიან მალე გამოაცხადებს, თუ რა გამოიკვლია საგარეჯოს არჩევნებთან დაკავშირებით. ძალიან მაღალი ალბათობით, როცა იტყვის, რომ საგარეჯოში არჩევნები კანონიერად ჩატარდა და პროკურატურა შეუერთდება სასამართლო ხელისუფლებისა და საარჩევნო ადმინისტრაციის დასკვნებს, ამის მერე მოვიკითხავ, გოგი თოფაძეს შევახსენებთ, რომ ის ცილისმწამებლური, დანაშაულის დაბრალების კამპანია, რაც მან წამოიწყო, როგორ არის ეგ საქმე… მერე მოვიკითხავ, ის დღეს აქტუალური ჩვენთვის არ არის”, – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ “მრეწველების” ლიდერმა გოგი თოფაძემ თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი საგარეჯოს შუალედური არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულა. ამ საკითხზე გამოძიება მიმდინარეობს.

იტვირთბა....