თურქულმა პოლიციამ ოპოზიციური გამოცემა Zaman-ის ოფისი შტურმით აიღო, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, სამართალდამცველებმა შენობასთან შეკრებილი ასობით დემონსტრანტის წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.
საპროტესტო აქცია Zaman-ის ოფისთან მას შემდეგ გაიმართა, რაც სტამბოლის სასამართლომ გაზეთისთვის ე.წ. გარე მმართველის დანიშვნა გადაწყვიტა, რამდენიმე საათის შემდეგ კი სამართალდამცველებმა რედაქციაში ჩხრეკა დაიწყეს.
გაზეთის წარმომადგენელთა ცნობით, სახელმწიფოს მიერ დანიშნული ე.წ. გარე მმართველები გამოცემის ქონების კონფისკაციით იმუქრებოდნენ.
Zaman, რომელიც 650 000-იანი ტირაჟით გამოდის, თურქეთში ერდოღანის პოლიტიკის მიმართ ოპოზიციურად განწყობილად და ყველაზე კითხვად ყოველკვირეულ გამოცემად მიიჩნევა.
ოპოზიციური გამოცემის მთავრობის კონტროლზე აყვანა უფლებადამცველებმა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გააკრიტიკეს.