ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“შეთანხმება მხოლოდ ორ პარტიას შორის არ მიმდინარეობს”-კალაძე ორპარტიულ შეთანხმებაზე

“არანაირი სტრატეგიული შეთანხმება მხოლოდ ორ პარტიას შორის არ მიმდინარეობს,” – ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, კვირიკაშვილი კოალიციაში შემავალ სხვა პოლიტიკურ პარტიებსაც შეხვდება და ისე გადაწყდება, თუ როგორ წარდგება კოალიცია ქართული ოცნება არჩევნებზე.

“ჩვენ მივესალმებით, თუ კოალიციაში იქნება ერთობა და ერთობლივად მივიღებთ მონაწლეობას არჩევნებში. სასაუბრო იქნება, თუ როგორ წარვდგებით არჩევნებზე, რადგან ყველა პარტიას აქვს თავისი ხედვა. ეს საკითხი, რა თქმა უნდა, ერთიან კონტექსტში პრემიერ-მინისტრთან, კოალიციის ლიდერთან იქნება გასავლელი. ყველა პარტიასთან იქნება შეხვედრა, როგორც რესპუბლიკურ პარტიასთან, ისე კოალიციაში შემავალ სხვა პარტიებთან. ეს ნორმალური პროცესია, თუმცა მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ დღეს საქართველოში ხელისუფლების ცვლილება რევოლუციების გზით არ მოხდება. არის არჩევნები, სადაც ნებისმიერ პოლიტიკურ სუბიექტს, ნებისმიერ პარტიას შეუძლია, წარმოადგინოს ქვეყნის განვითარების საკუთარი ხედვა, გააცნონ საქართველოს მოსახლეობას და მოსახლეობამ არჩევნების გზით მიიღოს გადაწყვეტილება, თუ ვინ უნდა იყოს ქვეყნის ხელისუფლებაში,” – განაცხადა კახი კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ “რესპუბლიკელებსა” და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შორის შეხვედრა გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგაც პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ “ქართულ ოცნებასა” და “რესპუბლიკურ” პარტიას შორის ორპარტიული შეთანხმება მოხდა.

იტვირთბა....