ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს მმართველი პლანეტიდან გამომდინარე სხვადასხვა დამოკიდებულება აქვს ფინანსებთან.
წარმოგიდგენთ ზოდიაქოს ნიშნებს, რომელთაც ყველაზე ხშირად გამოსდით წარმატებული ფინანსური ისტორიის შექმნა.
მიწის სტიქიები მატერიალურად უზრუნველყოფილი და ხელმომჭირნე ნიშნებია. კურო, ქალწული და თხის რქა თანხებს დიდი შრომის ფასად იზიდავენ, თუმცა, მისი ხარჯვაც ყაირათიანად გამოსდით. არ არიან მფლანგველები და ყოველთვის იციან გარკვეული თანხის გადანახვა.
კურო ფინანსურად ყველაზე წარმატებული ნიშანია. მან მატერიალურ სამყაროში სატბილურობას უნდა მიაღწიოს. მაშინ ბევრად უფრო დაცულად გრძნობს თავს.
ქალწული შრომისმოყვარე და არამფლანგველი ნიშანია. მას შეუძლია კაპიტალის დაგროვება და გაზრდა.
თხის რქას განვითარების საკუთარი ტემპი აქვს. ნელ-ნელა მიდის მიზნისკენ. თხის რქას მწვერვალების დაპყრობა უფრო აინტერესებს, ვიდრე-ფული, თუმცა ფინანსურად წარმატებულ ნიშნებში თავის ადგილს მაინც იკავებს.
წყლის ნიშნები, მორიელი, კირჩხიბი, თევზები გადაწყვეტილებას, მათ შორის ფინანსურ საკითხებთან მიმართებაშიც, ინტუიციაზე დაყრდნობით იღებენ.
კირჩხიბი ფინანსურად ძლიერი, ძალიან ინტუიციური და ამავდროულად ფრთხილი ნიშანია, ამიტომ შეცდომები იშვიათად მოსდის.
მორიელს ძალიან კარგად გამოსდის ყველა სარისკო საქმე. მშვენივრად ერკვევა ფინანსებში, შეუძლიათ მოძიებაც. მთავარია მორიელი სწორ გზაზე იდგეს.
თევზები შემოქმედებითი და ნიჭიერი ნიშანია. მთავარია მათ ირწმუნონ საკუთარი ძალების და ფინანსურ პრობლემებსაც ერევიან.