მომღერალმა ლელა წურწუმიამ ეკა ხოფერიას თოქ-შოუში ისაუბრა მკაცრ დიეტაზე, რომლიტაც ორ კვირაში ათი კილო დაიკლო. მომღერალი ამ დიეტის დაცვას არავის ურჩევს, რადგან ორგანიზმისთვის აშკარად სახიფათოა, თუმცა თავად ლელასთვის მას მავნებლობა არ მოუტანია:
„სიგარეტს თავი დავანებე და 20 კილო მოვიმატე. რაც გავაკეტე წონის დასაკლებად, არავის ვურჩევ, რადგან საშიშია ორგანიზმისთვის. მე ვიშიმშილე თითქმის ორი თვე. თავიდან რომ დავიწყე დიეტა, ვიყავი მხოლოდ ხსნად, შაქრიან ყავასა და წყალზე, თან დღეში 14-დან 18 საათამდე ვმუშაობდი. თუ ვგრძნობდი რომ ცუდად ვიყავი, ცოტა შოკოლადს ან კანფეტს მივაშველებდი. ორ კვირაში უკვე ათი კილო მქონდა დაკლებული. ორგანიზმი არ დამზიანებია. ჩემი ორგანიზმი მიეჩვია იმას, რომ შემიძლია ერთი კვირა ვიშიმშილო. ახლა შემიძლია ერთ დღე-ღამეში დავიკლო სამი კილო. ამ ეტაპზე ვაკონტროლებ კვებას, არ ვიღებ იმ საკვებს, რომელიც ზუსტად ვიცი რომ მასუქებს. ესენია: ცომეული და ბურღულეული. ძირითადად თევზით და ხორცით ვიკვებები, რომელიც მომზადებულია გრილზე, უცხიმოდ. ხილის შეზღუდულ რაოდენობას და შოკოლადს ასევე მცირე რაოდენობით ენერგიისთვის ვიღებ.“ – აღნიშნა ლელა წურწუმიამ.
ენდოკრინოლოგ-დიეტოლოგმა ელენე გიორგაძემ ლელა წურწუმიას ეს გამოცდილება შეაფასა და განმარტა, რომ არსებობს ორი-სამი პროცენტი ადამიანებისა, რომლებსაც შიმშილი უხდებათ და დღეში 400-500 კილოკალორია, თუ სწორად ირჩევენ საკვებს, სრულიად საკმარისია მათთვის. მაგრამ ამგვარ დიეტას დიდი ყურადღება და სწორად გათვლა სჭირდება, რომ შიმშილის დღეები და კვებაზე დაბრუნება სწორად მოხდეს.