aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

საზარელი მკვლელობის შემდეგ: „წულუკიანის მადლი გფარავდეთ მოსამართლეებო!” – ნანუკა ჟორჟოლიანი

aviabiletebi
ავიაბილეთები

ნანუკა ჟორჟოლიანი, გახმაურებული მკვლელობის შესახებ სკანდალურ დეტალებს სოციალურ ქსელში, საკუთარ გვერდზე ამხელს:

“2-3 დღის წინ თბილისში კაცი მოკლეს. ვინაობას არ გავამხელ, იქნებ მის შვილებს არ სურთ. მოკლედ, ეს კაცი დარაჯად მუშაობდა მანქანების სახელოსნოში. იქ ვიღაცას ცემდნენ, ეს გამოესარჩლა და “ბიტებით” შეიარაღებულმა ახალგაზრდებმა ისეთ დღეში ჩააგდეს გადარჩენა ვერ მოხერხდა.

დააკავეს დამნაშავეები და სასამართლომ 8.000 იანი გირაოთი დარბაზიდან გაათავისუფლა.

თეა წულუკიანის მადლი გფარავდეთ მოსამართლეებო!” – წერს ნანუკა.

შეგახსნებეთ, რომ 28 თებერვალს, ღამით, თბილისში, ჩაჩავას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ავტოსახელოსნოში, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფ ბრალდებულებს სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოუვიდათ ამავე სახელოსნოს დარაჯთან – 1947 წელს დაბადებულ ზვიად ყ-სთან, რომელსაც სახის არეში მრავლობით დაზიანება მიაყენეს. ზვიად ყ. მიყენებული მძიმე დაზიანებებისგან შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

იტვირთბა....