“საავტომობილო ნაკადები მომატებულია, დაწესებული შეზღუდვები კვლავ მოქმედებს” – ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი წერეთლმა განაცხადა.
ტრადიციულად, აღდგომის დღესასწაულზე მომატებულია ყოველთვის ინტენსივობა და ნაკადები. საღამოს 19:00 საათამდე მსუბუქი სატრანსპორტო საშუალებები იმოძრავებენ რიკოთის მონაკვეთზე, ხოლო 19:00 საათის შემდეგ, მსუბუქი სატრანსპორტო საშუალებებისთვის მოძრაობა დასაშვები გომი-საჩხერე-ჭიათურაზე იქნება . 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს მონიტორინგი, რომელშიც ჩართულები არიან სამშენებლო კომპანია, საზედამხედველო კომპანია და ასევე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლები“, – განაცხადა გიორგი წერეთელმა.

