ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

18 აპრილს თბილისი-მოსკოვის პირდაპირი რეისი შესრულდება

18 აპრილიდან მოსკოვი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების შესრულება იწყება.

ვნუკოვოს აეროპორტში უკვე ჩასმულია რეგულარული რეისი თბილისის მიმართულებით, რომელიც თამაზ გაიაშვილის “ჯორჯიან ეარვეისმა” უნდა შეასრულოს. განრიგი ოქტომბრამდეა გაწერილი.

ვნუკოვოს აეროპორტში, რუსეთ-საქართველოს შორის, პირდაპირი ფრენების აღდგენას ადასტურებენ.

პირველი რეისი 18 აპრილსაა დანიშნული და მათთან შესაბამისი განაცხადი “ჯორჯიან ეარვეისმა” წარადგინა და ბილეთის ფასი 4 000 რუსული რუბლი იქნება:

–  შეიძლება შევუკვეთო ბილეთი პირდაპირ რეისზე თბილისიდან მოსკოვში და უკან?
–  “ჩვენ არ ვყიდით ბილეთებს. მხოლოდ შეგვიძლია გითხრათ, განრიგი როგორია.”
–  მაშინ გვითხრით, არის თუ არა განრიგში ბილეთი თბილისიდან მოსკოვში.
–  “ავიაკომპანია ჯორჯიან ეარვეისმა ასეთი რეისის შესახებ განაცხადი უკვე შემოიტანა. პირველი რეისი აღნიშნულია 18 აპრილს.”
–  ესე იგი, 18 აპრილს იქნება რეისი, ხომ?
–  “18 აპრილს კომპანია ჯორჯიან ეარვეისმა წარადგინა ასეთი რეისი, დიახ.  დილის 11:45 საათზე. ”
–  და კიდევ ერთი შეკითხვა: ყოველდღიური იქნება რეისი?
–  “რეისი იქნება ყოველდღიური, დიახ.”

“ჯორჯიან ეარვეისში” ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ.

 

წყარო:მთავარი არხი

იტვირთბა....