“რადიო თავისუფლების” ევროპის ბიუროს ხელმძღვანელი რიკარდ იოზვიაკი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის 17-18 აპრილს ევროპარლამენტში დაგეგმილი სიტყვით გამოსვლის ჩაშლას გამოეხმაურა.
მისია აზრით, ეს პრეზიდენტისთვის კატასტროფაა.
„დაგეგმილი იყო, რომ პრეზიდენტ ზურაბიშვილს ჰქონოდა სიტყვით გამოსვლა ევროპარლამენტარების წინაშე. ეს სხვათა შორის, დიდი პატივია მისთვის და საქართველოსთივს. ასეთი ტრიბუნის დათმობა არ არის ჩვეულებრივი ამბავი. ამ ტრიბუნას უთმობენ გერმანიის პრემიერს, საფრანგეთის პრეზიდენტს. ყოფილა შემთხვევა როცა ტრიბუნა დაუთმეს ქვეყანას, რომელიც არ არის ევროკავშირის წევრი. ასე მოხდა პრეზიდენტ ზელენსკის შემთხვევაში. ამიტომ ეს სერიოზული შესაძლებლობაა ქვეყნისთვის, რომელიც ელოდება კანდიდატის სტატუსს. შესაძლებელია დაგეგმილი ყოფილიყო კითხვა პასუხის რეჟიმიც, თუმცა ამის გარდა ზურაბიშვილის სიტყვა გაგრძელდებოდა 20-30 წუთი და ეს ძალიან დიდი შანსია. ეს დიდი არენაა პოლიტიკოსებისთვის. დისკუსია იგეგმებოდა საქართველოზე, იმაზე თუ როგორ ასრულებს პირობებს ქვეყანა სტატუსისთვის. დარწმუნებული ვარ ევროპარლამენტარები დებატებში ისაუბრებდნენ სააკაშვილის შეასახებ, ნიკა გვარამიას შესახებ, აგენტების კანონის შესახებ. ეს შანსი იყო თბილისისთვის გაემარტივებინა ურთიერთობა ბრიუსელთან. ევროპარლამენტი არ არის ევროკომისია ან ევროპის საბჭო რომ გაწევრიანების შესახებ იმსჯელონ, თუმცა ეს არის არენა, სადაც ქვეყანას საკუთარი თავის წარმოჩენის შანსი ეძლევა. შესაძლოა, ეს პანელი შემდეგაც გაიმართოს, მაგრამ ფაქტია, რომ ყველაფერი იყო დაგეგმილი და გუშინ გაუქმდა. ეს პიარის კატასტროფაა”, – აღნიშნა იოზივიაკმა.
შეგახსენებთ,აღნიშნული ვიზიტი არ შედგა.
ზურაბიშვილმა ამაში მთავრობა დაადანაშაულა და თქვა, რომ მისი ევროპარლამენტში დაგეგმილი გამოვლა ხელისუფლება შეაფერხა.
ამ ბრალდებას გუშინვე მოყვა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის პასუხი.
პრემიერმა ამას ტყუილი უწოდა.
გუშინ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის ერთ-ერთი ვერსიით, ზურაბიშვილი ევროპარლამენტში არ წავიდა, რადგნა მან არ შეიწყალა „მთავრი არხის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია და ამიტომ ევროპისთვის სათქმელი არაფერი ჰქონდა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გაეცანით პრეზიდენტისა და პრემიერის ადმინისტრაციათა გუშინდელ განმარტებებს.

