18 აპრილს სტრასბურგში საქართველოს პრეზიდენტის დაგეგმილი ვიზიტი,სადაც სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტის წინაშე სიტყვით უნდა გამოსულიყო, გადაიდო.
პრეზიდენტის ადმინისტრაცია მიზეზებს განმარტავს და საგანგებო განცხადებას ავრცელებს:
“საქართველოს მთავრობის მხრიდან ხელოვნურად გაჭიანურებული თანხმობის მიღების პროცესის გამო, საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება გადაედო უმნიშვნელოვანესი ვიზიტი ქალაქ სტრასბურგში, რადგან პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ეს უნდა იყოს ნაბიჯი დეპოლარიზაციისკენ და არა პირიქით.
ევროპარლამენტისადმი მიმართვა და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელებთან შეხვედრების შესაძლებლობა მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული ჩვენი კანდიდატის სტატუსის გასამყარებლად და ამიტომ ევროპარლამენტის პრეზიდენტთან ერთად იქნება შერჩეული გამოსვლის სათანადო დრო”,- ნათქვამია განცხადებაში.

