aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

ფრთხილად! ბავშვების საყვარელი გასართობი, რომელმაც შესაძლოა საშიში დაავადება გამოიწვიოს

aviabiletebi
ავიაბილეთები

 

რეზინის გასაბერი ბატუტები ბევრი ბავშვის საყვარელი გასართობია და მისი ნახვა უამრავ ადგილას შეიძლება. თუმცა, ალბათ ნაკლებად გვიფიქრია იმაზე, რომ ამ ერთი შეხედვით უსაფრთხო გასართობს რაიმე საფრთხე შეიძლება ჰქონდეს. ეს ამბავი, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ მოხდა, საწინააღმდეგოში დაგარწმუნებთ.

ამერიკელი ბრენდა სანდერსონის 10 წლის ვაჟის სხეული მოულოდნელად მთლიანად დაიფარა გამონაყარით. მაშინვე მიიყვანა ექიმებთან და გამოთქვეს ვარაუდი, რომ ბავშვს რაღაცაზე ალერგია განუვითარდა, ან მწერმა უკბინა. მცირე ხანს ანტიალერგიული წამლებით მკურნალობდა, თუმცა რომ არ უშველა და გამონაყარმა რომ იმატა, სერიოზული გამოკვლევა ჩაუტარა.

აღმოჩნდა, რომ ბავშვს ორგანიზმში სტაფილოკოკური ინფექცია ჰქონდა. მიზეზი? რამდენიმე დღით ადრე დედა-შვილი გარეთ სეირნობდა. სანამ დედა მეგობრებთან საუბრობდა, ბავშვი გიგანტურ გასაბერ ბატუტზე ერთობოდა.

მართალია, ის სავსებით უსაფრთხოდ მიიჩნევა, თუმცა სავარაუდოდ, მას ხშირად არ წმენდენ, არ ასუფთავებენ და მიკრობების ნამდვილი საბადოა. საკმარისია, ბავშვმა მიკროტრავმა მიიღოს და სულ ადვილად მოხვდება მის ორგანიზმში მიკრობები.

ექიმების დასკვნით, ბავშვს რაღაც პატარა ტრავმა ან მსუბუქი ჭრილობა ჰქონდა და ბატუტზე გართობის დროს ინფექცია შეეეჭრა. ახლა საკმაოდ დიდხანს მოუწევთ მას და მის დედიკოს ამ ინფექციასთან ბრძოლა, რადგან სტაფილოკოკი ერთ-ერთი ყველაზე საშიში და მავნე ინფექციაა.

როგორ უნდა მოვიქცეთ? თამაშს და გართობას ბავშვს ვერავინ აუკრძალავს, თუმცა ექიმები გვაფრთხილებენ, რომ ყოველი გასეირნების, ეზოში თამაშის შემდეგ ბავშვი აუცილებლად შეამოწმეთ, აქვს თუ არა რაიმე ნაკაწრი ან მიკროტრავმა, აუცილებლად მაშინვე დაუმუშავეთ სპირტით, წყალბადის ზეჟანგით… და კიდევ, ასეთი ხანგრძლივი სეირნობა-გართობის შემდეგ, როდესაც მას უწევს ხალხმრავალ ადგილებში ყოფნა, სადაც შეიძლება, ბევრი ბაქტერია იყოს, ან როცა ისეთ ადგილას ხვდება, სადაც ბევრი ცხოველი იყრის ხოლმე თავს (ცხოველებს არანაკლები ბაქტერიები და მიკრობები აქვთ, ტკიპების ჩათვლით, რომლებიც ერთი შეხედვით შეუმჩნეველია და არანაკლებ საშიშია), აუცილებლად დაბანეთ მთლიანად, რომ ბაქტერიები ჩამოიშოროს.

 

mshoblebi.ge

იტვირთბა....