აშშ-ს საელჩო საქართველოში ოფიციალური Facebook-გვერდის საშუალებით ქართველ ხალხს დედაენის დღეს ულოცავს.
„გაეროში დაცული ვეფხისტყაოსნის ხელნაწერის ხილვისას ნათლად ჩანს, რომ ქართველი ხალხისთვის ენა „ღვთაებრივი საუნჯეა.”
45 წლის წინ თქვენ არა მხოლოდ საბჭოთა რეჟიმს, არამედ მთელ მსოფლიოს დაანახეთ, რომ სიამაყეს, რომლითაც ქართული ენის სიყვარულს დაატარებთ, ვერავინ წაგართმევთ.
გილოცავთ დედაენის დღეს! “ – აღნიშნულია მოლოცვის ტექსტში.
დედაენის დღესთან დაკავშირებულ 1978 წლის 14 აპრილის მოვლენებს შეგახსენებთ აქ.

