ახალი ამბები მთავარი სამართალი

მკვლელი ქალი იყო? მან ქალის სამოსი ჩაიცვა და გაიქცა?: ფონიჭალაში მომხდარი საზარელი მკვლელობის დეტალები

 

ფონიჭალაში მომხდარი საზარელი მკვლელობა ჯერ კიდევ გამოუძიებელია. შსს რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს.  მოკლულის მეუღლის, ოთარ მამფორიას განცხადებით, მკვლელობა სავარუდოდ ოჯახის ახლობელთან მიდის, რადგან მოკლულმა მას კარი საშინაო ფორმაში გაუღო და ყავა მოუდუღა. როგორც ოთარ მამფორია აცხადებს, მკვლელმა მის მეუღლეს ჯერ ვაზა ჩაარტყა თავში და გათიშა, შემდეგ კი სხეულზე 26 ჭრილობა მიაყენა. მცირეწლოვანი ბავშვი კი გვერდით ოთახში დაწვა.

„ყავა ორისთვის აქვს მოდუღებული და გამოტანილი, მაგრამ მკვლელს უარი აქვს ნათქვამი, ერთ ჭიქაში ასხია მხოლოდ ყავა, მეორე ცარიელია. სავარაუდოდ არ უნდოდა კვალი დარჩენილიყო.“ – ამბობს მამფორია.

მამფორიას ვერსიით, 3 წლის გოგონას და მეუღლის მკვლელმა საკუთარი ტანსაცმელი გაიხადა, დაწვა და სახლში ხანძარი ამ ფორმით გააჩინა. თავად კი ან მოკლულის სამოსი ჩაიცვა, ან მამფორიასი და ამ ფორმით დატოვა სახლი. სახლიდან გამქრალია ერთ-ერთი კარის სახელური და დანა.

„მკვლელი ბავშვთან იყო შესული, ბავშვმა იცნო და შემდეგ ბავშვიც აღარ დაინდო“ – ამბობს მამფორია. ჩემი მეუღლე „ზალაში“ მოკლა. გახადა ხალათი, რაც ეცვა, თავისი ტანსაცმელიც გაიხადა და ცეცხლი წაუკიდა. კარს სახელური ძვრებოდა და ის სახელური და დანა აქვს წაღებული“.

მკველობის გახსნას ამ დრომდე გარდაცვლილის დედაც ელის. მისი აზრითაც მკვლელობაში ოჯახის ახლობელის ხელი ურევია.

„მაინტერესებს რა ადამიანია. დავუშვათ ჩემი შვილი მოკლა, შვილიშვილი მაინც დაეტოვებინა“. – ამბობს გარდაცვლილის დედა.

მკვლელობის მომენტში სახლში იმყოფებოდა მამფორიების გვერდით სახლში მყოფი მეზობელი ქალბატონიც. არსებული ინფორმაციით ის გამოძიებამ რამდენჯერმე დაკითხა. მეზობლების დიდი ნაწილი ამბობს, რომ მკვლელობის დღეს, 22 თებერვალს, ხანძრის გაჩენამდე მათ რაიმე საეჭვო არ შეუნიშნავთ.

შსს მომხდარს დამამძიმებელ გარემოებაში განზარხ მკვლელობის მუხლით იძიებს.

მომზადებულია „იმედის“ სიუჟეტის მიხედვით.

იტვირთბა....