ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

თაღლითობა საქართველოს პროკურატურის სახელით

სააგენტო „kutaisitoday“ ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც თაღლითობის სქემა საქართველოს მთავარი პროკურატურის სახელით მიმდინარეოიბს.

ბუხაიძის N18 ბინის გვერდით, შვიდსართულიანი სახლის დროებით გაჩერებული მშენებლობა კვლავ kutaisitoday.com –ის ყურადღებიც ცენტრშია.

როგორც მოქალაქე მარინა დახუნდარიძემ გაგვიცხადა, მას ტელეფონზე დაურეკეს და უთხრეს, რომ ირეკებოდა საქართველოს მთავარი პროკურატურიდან  და მშენებლობასთან მისვლა სთხოვეს, მეც მივედი, რამდენიმე მოსახლეს დავურეკე. ჩვენთან მოვიდა ორი პიროვნება და გაგვეცნენ, რომ იყვნენ  საქართველოს მთავარი პროკურორის დავალებით ჩამოსულები. მათ აინტერესებდათ მშენებლობის შესახებ ყველაფერი. მომცეს რაღაც ბლანკი და მითრეს აქ დამეწერა ყველაფერი, რომელსაც შემდეგ მთავარი პროკურორი ნახავდა. ახლა გაგიკვირდებათ და თუ მთავარი პროკურატურიდან იყვნენ შუა მინდორში მთხოვდნენ ოქმისა და განცხადების წერას.

ამ აფიორას არ წამოვეგე, მოვთხოვე საბუთი, სადაც ეწერა, რომ იყო ვინმე გიორგი რამიშვილი და ლევან ხარაიშვილი  (ტელეფონს შეგნებულად არ ვწერთ)  ამ აფიორის გამოსააშკარავებლად დავიყვირე, რომ გამოგვეძახებინა საპატრულო ეკიპაჟი. პატრულის გაგონება და ეს ორი მამაკაცი  ადგილიდან ისე გაიქცა,  ლამის კისერი მოიტეხეს. ჩახტნენ უცებ ავტომანქანაში,  სახელმწიფო ნომრით  AD779AB.  ისე გაიქცნენ, უკანაც არ მოუხედავთ.

როგორც მათ განაცხადეს აღნიშნულ საქმეზე აპირებდნენ დაეკითხათ ქუთაისის საკრებულოს წევრი ნატო ქათამაძე და ქუთაისის მერი შოთა მურღულია. გეკითხებით, თუ მთავარმა  პროკურორმა გამოგზავნა საქმის გასარკვევად ეს ცუციკები გამოუშვეს, რომლებიც შუა მინდორში დაგვაწერინებდნენ განცხადებებს?

აღნიშნულ საკონტაქტო ნომერზე kutaisitoday.com-ის  ჩვენც შეგნებულად დავარეკინეთ მოქალაქე მარინე დახუნდარიძეს. შეკითხვაზე, თუ ვის ესაუბრებოდნენ, მოპასუხემ განმარტა, რომ ის იყო ლევან ხარაიშვილი, მას შემდეგ რაც მეორე შეკითხვა დავუსვით თუ რატომ წავიდნენ ასე უცებ, ტელეფონიც  გამოირთო ქსელიდან. იყო თუ არა მორიგი თაღლითობა საქართველოს პროკურატურის სახელით, ეს საგამოძიებო სამსახურების გამოსაძიებელია.

შეგახსენებთ, მშენებლობის დაწყებამ მოსახლეობის პროტესტი გამოიწვია, იქვე მცხოვრები მოსახლეობა აცხადებს, რომ მშენებლობა არის უკანონო და ეკუთვნის სამტრედიის პროკურორ ჯუბა ლელაძეს, რომელიც რამდენიმე კვირის წინ თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

იტვირთბა....