ექპერტი გია ხუხაშვილი პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას „ქართულ ოცნებაში“ არსებულ დაპირისპირებასთან დაკავშირებით შემდეგ შეფასებას აძლევს.
„მეტის მოთმენა აღარ შეიძლებოდა, იმიტომ, რომ თინა ხიდაშელი სულ უფრო და უფრო აგრესიული ხდებოდა, სულ უფრო და უფრო მეტ აქცენტებს აკეთებდა იმაზე, რომ „რესპუბლიკური პარტიაა“ თურმე ერთადერთი გარანტი საქართველოს დასავლური არჩევანის. ისინი შეეჩვივნენ სიტუაციას, როდესაც ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობენ არა ხალხთან კომუნიკაციაში, ხალხისგან მანდატის მიღების საშუალებით, არამედ უკანა კარიდან უნდათ შესვლა ბიძინა ივანიშვილის რესურსების ხარჯზე. საკუთარი უსუსურობა მათ უბიძგებთ ამ ვირტუალური ერთიანობის შენარჩუნებისკენ“, – განაცხადა ხუხაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ პრემიერ-მინისტრმა სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ მიუღებელია კოალიციაში დაპირისპირება და თავდაცვის მინისტრის პარტიული ნიშნით აქტიურობა.