ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პრემიერის პირველი კომენტარი „რესპუბლიკელებთან“ შეხვედრის შემდეგ

„ვთვლი, რომ პოლიტიკური პროცესი, რომელიც დაიწყო, არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამ პროცესში, ბუნებრივია, რომ იქნება მოლაპარაკებები, როგორც ორმხრივ ფორმატში, ასევე მრავალმხრივ ფორმატში. – ამის ესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „რესპუბლიკელებთან“ შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ძალიან მნიშვნელოვანი და საქმიანი შეხვედრა შედგა გუშინ საღამოს “რესპუბლიკური პარტიის” რამდენიმე ლიდერთან. ვისაუბრეთ იმაზე, რომ პარტნიორობა “ქართულ ოცნებასა” და “რესპუბლიკურ პარტიას” შორის არის მნიშვნელოვანი. გარკვეული შეთანხმებები, რა თქმა უნდა, მისაღწევი იქნება წინასაარჩევნო პროცესში, თუმცა კოალიცია არის მრავალპარტიული და თუ მრავალაპარტიულ ფორმატში იქნება წინაასაარჩევნოდ “ქართული ოცნება”, რა თქმა უნდა ნებისმიერი შეთანხმება, რომელიც ორმხრივ ფორმატში იქნება მიღწეული, შემდგომ მრავალმხრივ ფორმატში იქნება დასადასტურებელი. ერთი რამ უნდა ითქვას, რომ პარტია “ქართული ოცნება” მნიშვნელოვანწილად განახლდება და მოხდება კონსოლიდაცია ერთიანი მიზნების გარეშემო”, -განაცხადა პრემიერმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ გუშინ პრემიერ-მინისტრთან პარტია „რესპუბლიკელები“ სპეციალური შეხვედრით იმყოფებოდნენ მას შემდეგ, რაც  გიორგი კვირკაშვილმა განაცხადა პარტიაში შესაძლო ცვლილებების შესახებ.

იტვირთბა....