ახალი ამბები კულტურა მთავარი

თურქეთში ოშკის საკონსერვაციო გამაგრებითი პროექტის შემუშავება დაიგეგმა

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, მისი მოადგილე ლევან ხარატიშვილი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე ოფიციალური ვიზიტით თურქეთში იმყოფებიან.

ვიზიტის ფარგლებში,  მხარეებმა ორ ქვეყანას შორის კულტურისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ისაუბრეს და ამ მიმართულებით კონკრეტულ მოკლე და გრძელვადიან სამოქმედო გეგმებზე შეთანხმდენენ.

მაჰირ უნალი თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრის პოსტზე 2015 წლის ნოემბერში დაინიშნა.

“შევთანხმდით, რომ უნდა მოხდეს ყველაზე რთულ მდგომარეობაში მყოფი ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ოშკის საკონსერვაციო გამაგრებითი პროექტის ერთობლივი შემუშავება. უახლოეს მომავალში ამ პროექტს, სწორედ რომ ქართველი სპეციალისტების ჩართულობით მომზადებულს, სატენდეროდ გაიტანს თურქული მხარე, რათა გამაგრებითი სამუშაოები რაც შეიძლება მალე დაიწყოს. “, – განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.
“შეხვედრა ძალიან ნაყოფიერი იყო. ვისაუბრეთ მოკლევადიან და გრძელვადიან გეგმებზე. შევთანხმდით ჯგუფების შექმნაზე, რომლებიც იმსჯელებენ კონკრეტულ საკითხებზე. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩვენს შორის არსებული მეგობრობა და ურთიერთანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდეს.”, – აღნიშნა მაჰირ უნალმა.

იტვირთბა....