ქობულეთის სანაპიროზე გამნაღმველები მუშაობენ – პლაჟზე სავარაუდოდ ნაღმის არსებობის შესახებ შეტყობინება 112-ში შევიდა.
შესაბამისი მოქმედებები თამარ მეფის ქუჩაზე, სასტუმრო ჯორჯია პალასის მიმდებარედ მიმდინარეობს.
ერთ-ერთი ადგილობრივის განცხადებით,გაურკვეველი სახის ნივთი ტყრისტებმა სანაპიროზე სეირნობისას შენიშნეს.