ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ნიუ იორკში ავტოსაგზაო შემთხვევისას ქართველი კაპიტანი გარდაიცვალა

აშშ-ში, ნიუ იორკში ავტოსაგზაო შემთხვევისას საქართველოს საზღვაო ძალების ყოფილი სარდალი ბესიკ შენგელია გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას „მოამბე“ ავრცელებს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, გარდაცვლილს სამშობლოში შესაბამისი პროცედურების დასრულებისთანავე ჩამოასვენებენ.

სამართალდამცველების განცხადებით, პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ყოფილ დირექტორს, პირველი რანგის კაპიტან ბესიკ შენგელიას ავტომობილი იმ დროს დაეჯახა, როდესაც საკუთარი ავტომანქანის უკანა სალონიდან ნივთის აღებას ცდილობდა.

მომხდარის შემდეგ, ეჭვმიტანილი მძღოლი ადგილიდან მიიმალა. მის დასაკავებლად სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

გავრცელებული ინფომაციით, ბესიკ შენგელია ბრუკლინში ცხოვრობდა.

იტვირთბა....