კენიის პარლამენტის წევრები საქართველოში ბაობაბის ხეების ექსპორტთან დაკავშირებით გამოძიებას იწყებენ. აღნიშნულ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
„გარემოს დაცვის, ხე-ტყისა და მაინინგის ნაციონალური ასამბლეის კომიტეტის წევრებმა გამოიძახეს გარემოს მენეჯმენტის ეროვნული უწყების, კენიის მცენარეების ინსპექციის სამსახურისა და კენიის მეტყევეობის სამსახურის წარმომადგენლები, რათა ნათელი მოეფინოს შეთანხმებას გადაშენების პირას მყოფი ხეების ექსპორტზე საქართველოში, ურეკის დენდროლოგიურ პარკში“, – აღნიშნულია მედიაში გავრცელებულ მასალაში.