ახალი ამბები მთავარი სამართალი

სასწრაფო დახმარების ბრიგადის დაგვიანების გამო გურჯაანში ქალბატონი გარდაიცვალა

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის დაგვიანების გამო, გურჯაანში, გურამიშვილის ქუჩაზე 69 წლის ქალბატონი გარდაიცვალა – ამის შესახებ “კახეთის საინფორმაციო ცენტრი” წერს.

როგორც თვითმხილველები ამბობენ,  სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოძახების ადგილზე ნახევარი საათის შემდეგ მივიდა.

„მაღაზიაში რომ შემოვიდა, ავად იყო. სასწრაფოს დავურეკეთ, მანამდე სკამზე დავსვით და წნევა გავუზომეთ, 300–ზე ჰქონდა. წნევის დამწევი წამალი მივეცით. ცოტა ხის შემდეგ უკეთ გახდა. სასწრაფომ მოსვლა რომ დააგვიანა, 112–ზე კიდევ რამდენჯერმე დავრეკეთ. ბოლოს გვითხრეს, ხომ ხედავთ სასწრაფო აგვიანებს, მანქანაში ჩასვით და საავადმყოფოში გადაიყვანეთო. გარეთ გამოვედით. ეს ქალბატონიც გამოვიყვანეთ. ტაქსს დავუძახეთ, რომ საავადმყოფოში გადაგვეყვანა. ქალი კიბეზე იჯდა. ცოტა ხნის შემდეგ, ვიდრე მანქანაში ჩავსვამდით, ისევ ავად გახდა და გადავარდა. სასწრაფოს კიდევ დავურეკეთ, გვითხრეს, თქვენ თვითონ გადაიყვანეთო. როცა მოვიდნენ, უკვე გარდაცვლილი დახვდათ“, – აღნიშნა თვითმხილველმა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, 112–ზე გამოძახება 14:04 საათზე შევიდა, ბრიგადა კი შემთხვევის ადგილზე 14:28 საათზე მივიდა, 24 წუთის შემდეგ, რადგან სხვა ავადმყოფთან იმყოფებოდნენ. გურჯაანის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურს 3 ბრიგადა ჰყავს. მომხდარის გამოძიება შს გურჯაანის სამმართველომ დაიწყო.

იტვირთბა....