ანანია გაჩეჩილაძე სავარაუდო სექსუალური შევიწროების საქმეზე „პოსტივის“ ტელეწამყვანის, შალვა რამიშვილის წინააღმდეგ ჩვენებას მისცემს.
მისი თქმით, ის არ აპირებს უწყებაში ჩანაწერების მიტანას, რადგან შსს-ს არ ენდობა.
„შეხვედრა გამოწვეულია ჩემი მხრიდან ინიციატივის შედეგად. რაც შეეხება ჩანაწერის მიტანას, ამ შემთხვევაში თავს შევიკავებ, რადგან ასევე მსხვერპლი მაკო ჯაბუა იყო გამოკითხული ძალიან არემპათიურად და არათანაგრძნობით, შესაბამისად, იგივე გამომძებლებთან და იგივე სტრუქტურებთან ჩემი ურთიერთობა არ მგონია, რომ განსხვავებულ ფორმატში წარიმართოს. შესაბამისად უნდობლობა მაქვს ამ ეტაპისთვის. შსს-ც ამ სახელისუფლებო ვერტიკალთან შეკრულია, მთავარი პროპაგანდისტის დაცვის კუთხით. იგივე ტელეფონზე მიყურადება და თვალთვალი არ არის გასაკვირი” , – განაცხადა გაჩეჩილაძემ.