“თავისუფალმა დემოკრატებმა” არაერთხელ განვაცხადეთ და ახლაც ვადასტურებთ, რომ ვაპირებთ მარტო გასვლას არჩევნებში, არავისთან ვაპირებთ წინასაარჩევნოდ ალიანსებისა და კოალიციების კეთებას”, – ამის შესახებ “თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთმა ლიდერმა ვიქტორ დოლიძემ განაცხადა.
ის ამით პრემიერი-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც პრემიერმა აღნიშნა, რომ ის აპირებს ითანამშრომლოს ყველა პოლიტიკურ ძალასთან, ვინც შეძლებს დაძლიოს ვიწრო პოლიტიკური ინტერესები.
“თავისუფალმა დემოკრატებმა” არაერთხელ განვაცხადეთ და ახლაც ვადასტურებთ, რომ ვაპირებთ მარტო გასვლას არჩევნებში, არავისთან ვაპირებთ წინასაარჩევნოდ ალიანსებისა და კოალიციების კეთებას. ჩვენ ვაპირებთ გამარჯვებას, რაშიც დარწმუნებული ვართ. რაც შეეხება თანამშრომლობას ქვეყნის განვითარებასთან, სახელმწიფო მნიშვნელობის მქონე ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, ბუნებრივია, ნებისმიერ პოლიტიკურ ძალასთან, ვისაც ამის სურვილი და უნარი აქვს, ვითანამშრომლებთ”, – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.