საზოგადოება

რისგან დამზადებული სამკაული უხდებათ ზოდიაქოს ნიშნებს

ზოდიაქოს ნიშნებს სხვადასხვა სამკაული და ნაკეთობა უხდებათ. ასტროლოგების რჩევით, მნიშვნელოვანია განისაზღვროს ზოდიაქოს ნიშანი რომელ სტიქიას მიეკუთვნება.

ცეცხლისა და ჰაერის სტიქიის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანებისთვის ასტროლოგიურად ოქროს სამკაულია უმჯობესი, თუმცა, აქაც არის გამონაკლისი,  კერძოდ, ტყუპების ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულთათვის კარგია როგორც ვერცხლის, ასევე ოქროს სამკაული.

მიწისა და წყლის სტიქიის ქვეშ დაბადებული ადამიანებისთვის უფრო მეტად მისაღებია ვერცხლის სამკაული, თუმცა გამონაკლისი აქაც არის. კერძოდ, კუროსა და სასწორისთვის, მისაღებია როგორც ვერცხლი, ასევე ოქრო.

მიიჩნევა, რომ ვერცხლი სისხლს „აცივებს“ და, აქედან გამომდინარე, ის ხელს უწყობს გაციებას. ამიტომ, ვინც ადვილად ცივდება, ვერცხლის სამკაულები არ უნდა ატაროს.

 

ოქროს ნივთების ტარებისას მეტად გამოავლინეთ დაკვირვება, რადგან არათითზე ბეჭდის დიდი ხნის განმავლობაში ტარება ორგანიზმში უარყოფით ცვლილებებს იწვევს. დროდადრო დაასვენეთ თითები ოქროსგან.

იტვირთბა....