ახალი ამბები მთავარი სამართალი

მკვლელობით დასრულებული ქეიფი ვარკეთილში – ვინ არის ცივი იარაღით მოკლული მამაკაცი

გუშინ ვარკეთილში სასტიკი მკვლელობა მოხდა.

კონფლიქტი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში, სუფრასთან შეკრებილ პირებს შორის განვითარდა.

თვითმხილველების თქმით, სავარაუდოდ ცივი იარაღით მიყენებული დაზიანებით, 50 წლამდე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

პოლიციამ ეჭვმიტანილი ცხელ კვალზე დააკავა. გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას ითვალისწინებს.

იტვირთბა....