aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სკანდალური კვლევა-მერებისა და გამგებლების დამალული ქონება

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს სულ ცოტა ხუთი თვითმმართველი ქალაქის მერი, საკუთარ ქონებას  მალავს – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია “საინფორმაციო ცენტრების ქსელის” კვლევაშია ნათქვამი.

ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში საუბარია გორის, ახალციხის, ფოთის, ზუგდიდის და ოზურგეთის მერების იმ უძრავ ქონებასა და კომპანიებზე, რომლების შესახებაც მათ ქონებრივ დეკლარაციაში არ მიუთითეს. ბრალდებას ხუთივე ქალაქის ხელმძღვანელი უარყოფს.

ოზურგეთის მერი ერთ-ერთია ვინც არასამთავრობო ორგანიზაცია “საინფორმაციო ცენტრების ქსელმა” კანონდამრღვევთა სიაში მოიხსენია. ცენტრის ინფორმაციით ბეგლარ სიორიძემ ქონებრივი დეკლარაციის შევსების დროს სამეწარმეო საქმიანობა დამალა. სიორიძე წილებს მაღაზიებსა და რესტორნებში ფლობს. აღნიშნულს ოზურგეთის მცხოვრებლებიც ადასტურებენ.

თავად მერი ბრალდებებს უარყოფს. ამბობს, რომ გადაცდომა არც ქონებრივი დეკლარაციის შევსების კუთხით აქვს და არც ის კანონი დაურღვევია, რომელიც საჯარო მოხელეს ბიზნესში ჩართვას უკრძალავს.

 “საინფორმაციო ცენტრების ქსელის” მიერ მოპოვებული ინფორმაციის მიხედვით ასევე საკმაოდ დიდია ზუგდიდისა და ახალციხის მერების ბიზნესების ჩამონათვალიც. არასამთავრობო ორგანიზაცია სამართალდამცავი ორგანოების დაინტერესების შემთხვევაში დოკუმენტაციის გამოძიებისთვის გადაცემას გეგმავენ.

იტვირთბა....