ცოტა ხნის წინ საგანგებო ბრიფინგი გაიმართა ენმ-ს ოფისში, სადაც “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა პარტიის ახალი წევრები წარადგინა – ზაზა გოგავა და მამუკა ყურაშვილი ხატია დეკანოიძისა და რომან გოცირიძეს ჩაანაცვლებენ:
“ნაციონალური მოძრაობა ძლიერდება, მე თავს არ შეგაწყენთ კონკრეტული ადამიანების წარდგენით, იმიტომ რომ მათი ქვეყნის წინაშე დამსახურებების მიხედვით, მათი ბიოგრაფიიდან გამომდინარე ამ ადამიანებს წარდგენა არ სჭირდებათ, თუმცა მინდა ვუთხრა საზოგადოებას, რომ ისინი ენმ-ში დაიკავებენ საკვანძო თანამდებობებს, ბატონი ზაზა გოგავა და ბატონი მამუკა ყურაშვილი. ბატონი ზაზა დაიკავებს ადგილს ენმ-ს სამდივნოში, ბატონი მამუკა ყურაშვილი მაღალ თანამდებობას თბილისის ენმ-ის ორგანიზაციაში”, – თქვა ხაბეიშვილმა.

