ახალი ამბები მთავარი სამართალი

გერმანიაში მოკლული დავით მარდიანის მამა აქციის გამართვას გეგმავს

გერმანიაში მოკლული დავით მარდიანის მამა, იური მარდიანია საგანგებო განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ მარდანიების ოჯახი 7 მარტს საპროტესტო აქციის ჩატარებას გეგმავს.

ოჯახი განმარტავს, რომ დავით მარდიანის მკვლელობის შემდეგ 6 წელი გავიდა, ამ პერიოდის განმავლობაში კი ამ საქმით არც ერთი სახელმწიფო სტრუქტურა არ დაინტერესებულა.

“შავი ტრანსპლანტაციის (ადამიანის ორგანოებით უკანონოდ ვაჭრობის მსხვერპლის) – გერმანიაში მოკლული დავით მარდიანის ოჯახი გაცნობებთ, რომ – 07 03 2016 / 12:00 საათზე – ჩატარდება საპროტესტო აქცია გერმანიის საკონსულო დეპარტამენტის მისამართით (დავით აღმაშენებლის გამზირი 166 – ძველი დოკუმენტური კინოსტუდიის გვერდით). აქცის მოთხოვნის შინაარსი: აქცია მიმართავს საქართველოს და მსოფლიო საზოგადოებრიობას საკუთრი სიმართლის და ღირსების მხარდასაჭერად; და გერმანიის, საქართველოს სახელმწიფოებს და ასევე მსოფლიოს შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებს შეახსენებს რომ დავით მარდიანის მკვლელობიდან (რომელიც მოხდა 2010 წელს!) გავიდა 6 წელი, რომელი პერიოდის განმავლობაშიც არცერთი სახელმწიფო სტრუქტურა, არც შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაცია არ დაინტერესბულა საერთაშორისო მაფიის მიერ ჩადენილი ამ შემზარავი ფაქტის გამოძიებით, რაც ჩვენს მიერ უკვე აღიქმება როგორც შავი ტრანსპლანტაციის განვითარების და მფარველობის ხელშეწყობ პოზიციად! აქედან გამომდინარე, მოკლული დავით მარდიანის მამა, მე იური მარდიანი ვაცხადებ, რომ მიმდინარე მშვიდობიანი აქცია წარმოადგენს სამართლიანობის და კანონიერების განხორციელების მორიგ მცდელობას, რომლის შემდგომ, თუ არ იქნება ძიების რეალური პროცესი დაძრული, არ შევეგუები არსებულ უსამართლობას და იძულებული ვხდები, ჩემთვის და საზოგადოებისთვის საჭირო სამართლიანობის აღდგენის მიზნით განვახორციელო ჩემს ხელთ არსებული ყველა რადიკალური ქმედება. ასევე ვაცხადებ, რომ ყოველგვარი პასუხისმგებლობა შესაძლო შედეგებზე, მთლიანად ეკისრება ყველა იმ სახელმწიფოს (გერმანიის და საქართველოს ჩათლით) და იმ საერთაშორისო ორგანნიზაციების ხელმძღვანელებს რომლებიც პასუხისმგებლები არიან აღნიშნნული მკვლელობის ფაქტის გამოძიებაზე და დამნაშავეთა დასჯაზე” – ნათქვამია განცხადებაში.

25 წლის დავით მარდიანი 2010 წლის თებერვალში ჰამბურგის პოლიციამ პოლონეთიდან გერმანიაში არალეგალურად გადასვლისთვის დააკავა. გერმანული მხარის განცხადებით, მარდიანის ცხედარი 7 მარტს ჰამბურგის ციხეში, საკანში იპოვეს. გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად თვითმკვლელობა დასახელდა. მარდიანის მამა კი იმთავითვე ამტკიცებდა, რომ მისი შვილი მოკლეს.

იტვირთბა....