ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

სამხრეთ კორეის პარლამენტში კანონის განხილვის მსოფლიო რეკორდი მოხსნეს

სამხრეთ კორეაში ოპოზიციამ კანონპროექტის განხილვის მსოფლიო რეკორდი მოხსნა – კანონპროექტის შესახებ ტრიბუნებიდან 192 საათი მსჯელობდნენ.
დემოკრატიული პარტია “ტაბუროს” წარმომადგენები, რომელიც გააზრებულად წელავდნენ ტერორიზმის შესახებ კანონპროექტზე მსჯელობას, ტრიბუნაზე ერთმანეთს ცვლიდნენ – მათი მტკიცებით კანონპროექტი პირად თავისუფლებას ზღუდავს და სპეცსამსახურებს პირადი მიმოწერის კონტროლის საშუალებას აძლევს.

ზოგიერთმა მათგანმა, უკვე რომ არ იცოდა რა ეთქვა, სიმღერა დაიწყო. ერთმა დეპუტატმა კი ჯორჯ ორუელის რომანიდან “1984” ნაწყვეტიც წაიკითხა.
წინა მსოფლიო რეკორდი მსჯელობების გახანგრძლივებაში 2011 წელს კანადელმა პარლამენტარებმა დაამყარეს. მაშინ მათ კანონპროექტის მიღებაზე 57 საათიანი დებატები გამართეს.

 

წყარო: „თაიმერი“

იტვირთბა....