ახალი ამბები მთავარი

წყლის მილის დაზიანების გამო თბილისის ზოგიერთ უბანს წყალი არ მიეწოდება

დიდ დიღომში წყლის მილის დაზიანების გამო მიყენებული ზარალის ანაზღაურებას სადაზღვევო კომპანია განახორციელებს – ამის შესახებ Georgian Water & Power-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს.
დიდ დირომში ტერიტორიაზე გამგეობის წევრებიც მივიდნენ.
ჰიპერმარკეტ GOODWILL-თან წყლის მილი გამთენიისას გასკდა. წნევა იმდენად მაღალი აღმოჩნდა, რომ წყალმა მიწიდან 12 მეტრის სიმაღლეზე ამოხეთქა და ახლოს მდებარე საცხოვრებელი კორპუსები დატბორა. დაზიანებულია დაახლოებით 10 ავტომობილი.
მომხდარი ავარიის გამო ვაკის, საბურთალოს და მთაწმინდის ნაწილს წყალი არ მიეწოდება.
წყლის კომპანიაში ამბობენ, რომ ავარიის ადგილზე სამუშაოები 2 საათში დასრულდება, რის შემდეგაც აბონენტების ეტაპობრივად ჩართვა დაიწყება. პროცესი 4 საათამდე დასრულებული უნდა იყოს.

იტვირთბა....