ახალი ამბები მთავარი

დიდ დიღომში საცხოვრებელი კორპუსების სარდაფები დაიტბორა

წყლის მილი გასკდა გამთენიისას დიდ დიღომში, ჰიპერმარკეტ GOODWILL”-ის მიმდებარე ტერიტორიაზე. წნევა იმდენად მაღალი აღმოჩნდა, რომ წყალმა მიწიდან ამოხეთქა და ახლოს მდებარე საცხოვრებელი კორპუსები დატბორა.

დაზიანებულია ავტომობილებიც. შემთხვევის ადგილზე ამჟამად საავარიო ჯგუფი მუშაობს. იწყება შენობებიდან ამოტუმბვითი სამუშაოები.

დიდ დიღომში ამ დრომდე ელოდებიან გამგეობის წარმომადგენლებს. ავარიის ადგილზე სამაშველო სამსახურის დაგვიანებულ მისვლაზე საუბრობს მოსახლოება.

 

იტვირთბა....