ახალი ამბები მთავარი სამართალი

პაპიძის დედამთილი: “მაგდამ ბავშვს მაკრატელი ჩაარტყა ფეხში, ლანა პაპიძე კი დედას სცემდა“

მაგდა პაპიძის დედამთილი, ლილი მინდიკაური,  “რუსთავი 2”-ზე, “ნანუკას შოუში”, 19 დეკემბრის ღამეს  იხსენებს, როცა შვილი, ომარ ქაფიაშვილი  და შვილიშვილი, თორნიკე ქაფიაშვილი ტრაგიკულად დაეღუპა. გადაცემაში ასევე მონაწილეობა მიიღეს პაპიძეების მეზობლებმა და ომარ ქაფიაშვილის ახლობლებმა. სტილი დაცულია.

მაგდა პაპიძის დედამთილი: ჩემი მეზობლები გადმოვიდნენ… აქვე არის “შპილკების” ქარხანა , იმათ ვაკეთებდი სახლში. ჩემი მეზობლები მეხმარებოდნენ, მერე მე ვეხმარებოდი მათ ხოლმე.

იმ დღეს მეზობლები საღამოს 9 საათისთვის გადმოვიდნენ. მაგდა დაახლოებით ათის ნახევარზე შემოვიდა, ხელში იატაკის ტილო ეჭირა. რომ დავინახე ბავშვის გარეშე შემოვიდა, ვკითხე, პატარა სად არის-მეთქი. აუ, არ ვიციო, ასე მითხრესო, წავიქეიფებთო, ხაჭაპური მოუნდაო ბავშვსო, მოკიდა ხელი (ქმარმა) და წაიყვანაო.  ამ დროს ძალიან მშვიდად იყო მაგდა. არანაირი აღელვება არ ეტყობოდა. მაშინვე საათს გავხედე, კი მაგრამ, ამ ყინვაში რა დროს ხაჭაპური იყო-მეთქი. არ იცი მაგათი ატეხვაო. შემდეგ იატაკის ტილო შეიტანა აბაზანაში და გარეცხა. ეჭვი იმიტომ არ გამჩენია რომ საღამოს ყოველთვის წმენდდა ოთახს. ეს ჩვეულებრივი მოვლენა იყო. მერე კიდევ შემოიტანა ტილო და გარეცხა. ჩემთან იმიტომ შემოჰქონდა, რომ ჩემთან არის მხოლოდ გასარეცხი საშუალება, მაგას არ ჰქონდა. ტილოს მერე შემოიტანა მადუღარა და წყლის გრაფინი. გრაფინით წყალი წაიღო. ესეც ჩვეულებრივად მივიჩნიე, რადგან მადუღარათი წყალს ადუღებდა და ბავშვს ბანდა. ეს წყალი რომ გამოიტანა, კიდევ ვკითხე, არ მოვიდნენ-მეთქი? ათი საათი იყო. არა, არ მოსულანო. სარეცხი შეყრილი იყო, “ტაშტში” ჩააწყო.

დედამთილის მეზობელი: ჩვეულებრივად იყო, არც გვილაპარაკია, შევიდა, გამოვიდა, სარეცხი გამოიღო და აქვე დადო, არც გაფინა, ლილიმ (დედამთილმა) მე გავფენო მეორე დღესო, რადგან სიცივე იყო, ყინვა.

პაპიძის დედამთილი: მეზობლები ისევ აქ იყვნენ, ტახტის გადასაფარებელი, რომ შემოიტანა. ეს გადასაფარებელი მეორე დღესვე ექსპერტიზამ წაიღო. სარეცხი რომ გამოიღო, გადასაფარებელი მერე შემოიტანა დაკეცილი. ეგრევე სარეცხ მანქანაში შეაგდო. მანქანასთან ზურგით ვიჯექი და რამდენიმე წუთის შემდეგ მეზობელი მეუბნება, ლილი, შეხედე, სარეცხს რა ფერი აქვსო. რომ შემოვბრუნდი, სარეცხი მანქანის კარის შუშაზე ვარდისფერი ქაფი იყო.

დედამთილის მეზობელი: ლილიმ თქვა, რომ სულ ვრეცხავ ამ გადასაფარებველს და ფერი არასდროს გადასვლია, ახლა რატომ გადაუვიდაო.

პაპიძის დედამთილი: მაგდას გარეგნულად არ ეტყობოდა, რომ ღელავდა. მაგრამ მას არასდროს სხვისი ჭიქიდან არ დაულევია. მეზობელი გოგო სვამდა წყალს და იმის ჭიქა აიღო, მისი წყალი, მოიყუდა და დალია.

იმ ღამეს ძალიან ყინავდა. უკვე ღამის 12 საათი რომ გახდა, ვუთხარი, ჩემ შვილს მეურნეობაში ძმაკაცი ჰყავდა და  ბავშვი მიჰყავდა იქეთ ხშირად, ბავშვები ჰყავს იმასაც. მეთქი, გურიკას (ომარის ძმაკაცს) დაურეკე, იქნებ იქით ჩაიყვანა ბავშვი-მეთქი. აუ, ვერ დავურეკავო, რომ ვურეკავ, მიბრაზდება ხოლმეო,  ასე მეუბნება, რას მამოწმებო, და მითუმეტეს გურიკას ვერ დავურეკავო, მიპასუხა მაგდამ. კარგი, მე დავურეკავ-მეთქი. როცა მე ვურეკავდი ომარს, სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის მპასუხობდა. ერთხელ დავურეკე, ორჯერ დავურეკე, მაგრამ არ მიპასუხა. არ მპასუხობს-მეთქი. არც მე მპასუხობსო-მაგდამაც ეს მითხრა. იმის მერე აღარ შემოსულა ჩემს ოთახში. ტახტზე ვიჯექი და ველოდებოდი. ღამის 2 საათი რომ გახდა, მაგდას დავურეკე. მეორე დარეკვაზე მიპასუხა, ჩამძინებიაო. მეთქი, არ მოვიდნენ? არაო, ცუც, არ მოსულანო, მეც წამოწოლილი ვიყავი და ჩამძინებიაო. მანქანით მე ვერ გავალო, პატრულის მეშინიაო (მართვის მოწმობა არ ჰქონდა და ისე დადიოდა ქალაქში ჩვეულებრივად, მაგრამ იმ საღამოს რატომღაც ყურადღება გაამახვილა) და ისე გავალ, ფეხით, გავივლი, გამოვივლიო. კარგი, მაშინ მარტო ხომ ვერ გახვალ და მეც გამოგყვები-მეთქი. გამითიშა. ეს ის დროა, როცა მას უკვე გარდაცვლილი ქმარი და შვილი ჰყავს ოთახში. ჩვეულებრივად მპასუხობდა. ტელეფონი რომ გამითიშა, კარი გავაღე და გამოვედი, რომ გავიდეს, გავყვებითქო. ჩემი სამზარეულოს კარს გაღებისას დიდი ხმა აქვს. როგორც კი კარი გავაღე, თავისი სახლიდანაც გამოვიდა მაგდა. ომარმა მესიჯი მომწერაო, ბენზინგასამართ სადგურთან უნდა ავიდე, დავხვდე და ჩამოვიყვანოო. შენ დაწექი და დაიძინეო. კარგი-მეთქი, შევედი, გადავკეტე კარი და დავჯექი, ლოდინი დავიწყე, ხმა მაინტერესებდა, რომ მოვიდოდნენ, ამდენი ხანი იყო გასული, სამი საათი უკვე, რა ხასიათზე მოვიდოდა. ბავშვი უფრო მანერვიულებდა. ბალიში მქონდა კედელზე მიდებული და ასე ვიჯექი. არ ვიცი რამდენი ხანი გავიდა, ჩამეძინა თუ გავითიშე ლოდინში, აზრზე კარებზე ბრახუნმა მომიყვანა. რა ხდება -მეთქი, ვიკითხე, მაგდამ, მიშველეო. გადმოვხტი ტახტიდან და კარი რომ გავაღე, ხელები ეჭირა მაგდას ზემოთ, სისხლიანი. ორივე გარეთ ყრიან დასისხლიანებულებიო. ეს მომაძახა და მე ეგრევე გამოვვარდი. ამ სიბნელეში , გარე განათების შუქს ვუყურებდი, რომ არაფერს დავჯახებოდი. გარეთ სიცარიელე იყო, განათების შუქზე, გასასვლელთან ეგდო ომარი. რომ მივედი, ვეძახოდი, ომარი-მეთქი. სულ მთლად გაყინული იყო. მარჯვენა მხარეს, რომელზეც დარტყმული ჰქონდა, სულ სველი იყო. სისხლი არსად არ ჰქონდა, მარტო სველი იყო. რომ მივხვდი გაყინული იყო და თავზე ჭრილობა დავინახე, მაშინ დავიწყე კივილი. ამ დროს მაგდა სად იყო, არ მახსოვს. რომ ვკიოდი , მიშველეთ-თქო, ვიღაც მოვიდა, არ ვიცი, რომელი მეზობელი იყო. რომ გამოცვივდნენ სხვებიც, მაშინ გამახსენდა უცბად ბავშვი. თოკო სად არის-მეთქი. უკნიდან ხმა მესმის, თოკო მანქანაშიაო. მაგდას ხმა ვიცანი. წამოვხვტი და მანქანასთან რომ მივედი, ბავშვი “სიდენიების” შუაში იყო ჩაკეცილი. სანამ ამოვწიე და ამოვიყვანე იქიდან, ხელში მომხვდა ის, რომ ბავშვი თბილი იყო. რომ ამოვიყვანე, ერთი ფეხსაცმელი მანქანში დარჩა, ერთი ეცვა. გადმოვიყვანე, დაბლა დავჯექი, ჩავისვი კალთაში და ვეძახოდი, თოკო-მეთქი. ისე იყო, თითქოს ეძინა. ამიტომ ვიფიქრე, იქნებ რამე დაინახა, ვიღაცამ დაარტყა და გული აქვს წასული-მეთქი. მერე მომცვივდნენ  მეზობლები, გამომიყავნეს აქეთ,  ბავშვთან მიგვიშვიო, რომელიღაცამ ყურები დაუსრისა,  ხელოვნურ სუნთქვას უტარებდნენ და … მერე უცებ გავიხედე, სასწრაფოც მოსული იყო. ამ დროს მაგდა რას შვებოდა, არ ვიცი. სასწრაფომ როგორც კი თქვა, რომ ორივე მკვდარია, მეზობლებმა ამიყვანეს და ოთახში შემიყვანეს. ნახევარი საათიც არ იყო გასული, პოლიციის თანამშრომლები შემოვიდნენ და მითხრეს, განყოფილებაში უნდა გამოგვყვეო. რომ გავედი ოთახიდან, ცხედრებზე უკვე გადაფარებული იყო. მე დიდ დიღომში წამიყვანეს.

პაპიძის დედამთილი ასევე იხსენებს, რომ მაგდა კარგი დედა იყო.

მაგდა პაპიძის დედამთილი: ბავშვთან ურთიერთობაში გადასარევი დედა იყო. გადასარევი ცოლი იყო, ძალიან ყურადღებიანი, ქმართან მიმართებაშიც.

თუმცა..

თორნიკე იყო ორი წლის, როცა ბავშვის განწირული ტირილი გავიგონე და ომარის ყვირილი, გოგო, რას შვრებიო. რომ შევდი ოთახში, ბავშვი ომარის ეჯდა კალთაში და ერთი ფეხი დასისხლიანებული ჰქონდა. მაგდა  სისხლებს აცილებდა. ომარმა მითხრა, არაფერი, ნუ ნერვიულობ, ბავშვი წაიქცა და ფეხი იტკინაო. რამდენიმე წელი გავიდა და ბავშვმა თვითონ მითხრა, ჭრილობის კვალი დარჩა ფეხზე და ვეფერებოდი, რომ მითხრა, დედიკომ მაკრატელი ჩამარტყაო. ფრჩხილებს რომ მაჭრიდა, მაშინ ჩამარტყაო. ომარიც ზუსტად ამ დროს იქ იყო და მითხრა რომ ასე მოხდა. ვკითხე, ნორმალურია ეს გოგო-მეთქი? არაფერი არ მითხრა ბავშვმა. ასეთი უცნაურობა ერთხელ გამოამჟღავნა. თუ დაიწყებდა ჩხუბს, უაზროდ კიოდა, ბოლო ხმაზე.  დედამისს რომ ელაპარაკებოდა სკაიპით ან ტელეფონით, იმ დროსაც და შევსულვარ ხანდახან ოთახში, რა ხდებათქო, მიკითხავს და ომარს უთქვამს, არაფერი, გადი დედაო.

მე ბევრი რამ არ მომწონდა, მაგრამ ჩემი შვილის გულისთვის ვთმობდი. ჩემი შვილი სულ მეუბნებოდა, გეხვეწები, ერთმანეთს გაუგეთ, ოღონდ თქვენ ჩხუბს ნუ გამაგონებთო. ამიტომ ვიყავი ასე. შვილის გულისთვის ძალიან ბევრ რამეს ვიტანდი…

რასაც მაგდას დედა და და ყვებიან, რომ მე ომარმა სიგარეტზე წამასწრო და მცემა, სრული სიცრუეა. ლანას ალბათ დედა-შვილური სიყვარული ვერ წარმოუდგენია. ესენი, დედა და და ოთხი წელი აქ ცხოვრობდნენ, მეორე სართულზე. მეზობლებსაც ახსოვთ და მეც, იმიტომ, რომ პატრული ჩაერია ამ ამბავში, რადგან ლანამ დედამისი ცემა, ისე, რომ მეორე სართულიდან გადმოგდებას უპირებდა.  ალბათ ამიტომ მოუვიდათ აზრად ასეთი სისულელის თქმა ჩემზე და ომარიზე.

ასეთი ჭორიც გავრცელდა რომ მაგდა და თავისი საყვარელი რამდენიმე დღეში გაპარვას აპირებდნენ.

ომარ ქაფიაშვილის მეგობარი, მარიამი: თავიდან ვიცოდი, რომ ერთმანეთზე შეყვარებული წყვილი იყო, ამიტომ პირველად რომ გავიგე, მაგდას მეგობარი მამაკაცი ჰყავდა, არ დავიჯერე. შევეკამათე კიდეც პანაშვიდის დღეს ერთ-ერთ მეზობელს. მიუხედავად იმისა, რომ ომარის მეგობარი ვიყავი, მაგდას ინტერესებსაც ვიცავდი, იმიტომ, რომ მეცოდებოდა და ვფიქრობდი, რომ შემთხვევით მოხდა რაღაც, მაგრამ მერე თავის დისგან გავიგე, რომ მეგობარი მამაკაცი მართლა ჰყავდა. პანაშვიდის დღეს თქვა ლანამ ეს და სახელი და გვარიც მისგან გავიგე. ლანამ თქვა რომ მაგდა ბოლო პერიოდში ომარის მიმართ გაციებული იყო. ომარი ხშირად იყო წასული მთელი კვირით სამსახურის საქმეებზე.

ოჯახის ახლობელი: მაგდას თავი ჩემს კალთაში ედო და ყვიროდა, თოკო, თოკოო. ძირითადად რეკავდა ტელეფონზე, ოღონდ იმ მომენტში არავისთან არ ულაპარაკია. როგორც აღნიშნა, რეკავდა დედასთან. სინამდვილეში გაირკვა, რომ მეგობარ მამაკაცთან , ოთო ბერძენიშვილთან ჰქონდა ბევრჯერ დარეკილი იმ მომენტში. ოთო ბერძენიშვილია მიზეზი, ვის გამოც ეს ყველაფერი გააკეთა. ბენზინგასამართ სადგურთან, სადც მაგდა მუშაობდა, იქ ცხოვრობს ოთო.

იმ დღეს მაგდას ხელები ჰქონდა გადატყავებული. გული ვითომ მისდიოდა და მოსდიოდა. იმდენად მსახიობობდა, ვერაფერში შეიტანდი ეჭვს. იმდენად დამაჯერებლად აკეთებდა ამ ყველაფერს, ყველანაირად ვაწყნარებდით.

პაპიძის დედამთილი: კიდევ დავუშვებ იმას, რომ ქალია და რაღაც მოხდა და საყვარლის გამო გაწირა ჩემი შვილი, მაგრამ თავისი შვილი როგორ გაწირა. … ის ჩანაწერი რომ ვნახე, ეჭვი აღარც გამჩენია, რომ წინასწარ ჰქონდა ეს ყველაფერი დაგეგმილი. ეს დღიური არ იყო, ხარჯთაღრიცხვის რვეული და ბლოკნოტი ყოველთვის ჰქონდა, ამას აკეთებდა ყოველთვიურად. და ამ რვეულში ჰქონდა ეს ჩანაწერი გაკეთებული.

სრული სიცრუეა როცა ლანა (მაგდას და) ამბობს, რომ  მაგდა სამი თვის ფეხმიძე იყო ციხეში  მოხვედრისას. ექსპერტიზამაც დაამტკიცა და თვითონაც არ იცოდა, რომ  ორკვირა ნახევრის ფეხმძიმე იყო და იქ მოცილდა. იქ გაიგო ფეხმძიმობა. არ მჯერა რომ ის შვილი ჩემი შვილისგან ჰყავდა. თვითონაც იძახის რომ მე ურთიერთობა არ მქონდაო.

არ მგონია რომ ფსიქიურად შეირყა, რადგან ძალიან გაწონასწორებული შემოდიოდა ის იმ საღამოს. იმ საღამოს ყველაფრის მერე მაგდას ოთახში რომ შევედი, ეტყობოდა იატაკს, რომ სისხლი ნაჩქარევად იყო მოწმენდილი, ეს შეუიარაღებელი თვალითაც ჩანდა. კარის ჩარჩოსაც და მთლიანად დერეფანსაც ეტყობოდა სისხლის კვალი. ბავშვი მანქანაში რატომ ჩააგდო და სად მიჰყავდა, ეს უკვე აღარ ვიცი. საავადმყოფოში რომ მიეყვანა, უკან როგორ გამოატანდნენ გარდაცვლილ ბავშვს. ბავშვს სახეზე არავითარი დაზიანება არ აღენიშნებოდა, მხოლოდ ტუჩები ჰქონდა ჩაკვნეტილი. როგორც დაძინებული, ისეთი გადმოვიყვანე მანქანიდან. ნაკაწრიც არ ჰქონდა სახეზე.

მახო ქაფიაშვილი, ომარის ძმა: არათუ იქით ვთხოვდი ფულს ომარს, როგოც პაპიძეები ამბობენ, აქეთ ვუგზავნიდი ფულს და ვეხმარებოდი.

არიან ადამიანები, ვისთანაც გატარებული მაქვს ეს შვიდი თვე სტამბოლში. მარმარილოს ცეხში ვმუშაობდი იქ.

დედამთილი: ვივლი სასამართლოში ალბათ. მინდა თვალებში ჩავხედო და ვკითხო ეს რისთვის გააკეთა, უღირდა? ..

იტვირთბა....