რესპუბლიკურ საავადმყოფოში „თავისუფალი დემოკრატების“ გენერალურ მდივანს ალექსი პეტრიაშვილს კითხავენ. პროცესს პეტრიაშვილის ადვოკატი და ექიმი ესწრებიან.
რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაკითხვის დაწყებამდე გამომძიებელს კომენტარი არ გაუკეთებია.
ჯერჯერობით უცნობია, გადააკვალიფიცირებს თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტრო პეტრიაშვილზე თავდასხმის საქმეს მკვლელობის მცდელობის მუხლით. ამ ეტაპზე ძიება სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლითაა აღძრული.
შეგახსენებთ, ”თავისუფალი დემოკრატების“ გენერალური მდივანი ალექსი პეტრიაშვილი რამდენიმე დღის წინ დაჭრეს. შსს-მ გამოძიება სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო.