aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ცოდნით არ გამოირჩევით“ – თარგამაძე წულუკიანს პასუხობს

aviabiletebi
ავიაბილეთები

„ქალბატონო თეა, მინდა შეგახსნოთ, რომ თქვენ ბრძანდებით იუსტიციის მინისტრი და როდესაც საქართველოს პარლამენტის დეპუტატი მოგმართავთ, პასუხი უნდა გასცეთ ოფიციალურ ენაზე, ტინგიცობა და ოხუნჯობა კი არ უნდა დაიწყოთ“ – ასე მიმართავს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გივი თარგამაძე იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს სოციალურ ქსელში.

„ქალბატონო თეა, მინდა შეგახსნოთ, რომ თქვენ ბრძანდებით იუსტიციის მინისტრი და როდესაც საქართველოს პარლამენტის დეპუტატი მოგმართავთ, პასუხი უნდა გასცეთ ოფიციალურ ენაზე, ტინგიცობა და ოხუნჯობა კი არ უნდა დაიწყოთ. დიპლომი თქვენ არ გაქვთ, არც ცოდნით, არც რაიმე სხვით არ გამოირჩევით და როგორც ჩანს, ამის გამო მოირგეთ ერთგვარი ცქვიტი გოგოს იმიჯი. ჟურნალისტებს ეჯღანებით, დეპუტატებს ენას უყოფთ… ზოგადად, გავიგეთ, რომ ქოცი, განსაკუთრებით, ქალბატონი მინისტრები დაუსრულებელ ექსტაზში იმყოფებოთ იმის გამო, რომ მაგ თანამდებობებზე მოხვდით. მაგრამ, საკმარისია, დაოკდით. კიდევ ერთხელ – როდესაც დეუტატი მოგმართავთ, პასუხი ოფიციალურად გაეცით და ფელეტონის წერას ნუ წამოიწყებთ. ზვიგენთან მუშაობთ, მაგრამ ჟურნალ “ნიანგში” – არა. რადგან ხალხური გამოთქმა ახსენეთ, მეც გავიხსენებ ერთ გურულ უცნაურ ამბავს, აწგარდაცვლილმა კასიანე ბაბუამ რომ მოყვა, მაგრამ ახსნა-განმარტების დატოვება დაავიწყდა, ხოდა ამბავიცა და პერხონაჟებიც დღემდე ამოუცნობი დარჩა. ისტორია ასეთია: “ტურა, მელა და ხახულაი დაძმობილდნენ. ტურამ უთხრა მელას: მოდი, ხახულაი მოვატყუოთო. მარა, რომ მივიდნენ, ხახულაის უკევ ენა ამოდვარდვალებული ჰქონდა”. “იმის ტურა გამხადაო” ინატრეთ, ქალბატონო თეა. ტურა არა, მაგრამ, უფალმა, როგორც ჩანს, ხახულაი გაგხადათ და ენაც, შესაბამისად, მაგიტომ გაქვთ ამოდვარდვალებული…“- წერს თარგამაძე.

საუბარია თეა წულუკიანის ამავე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსზე, სადაც მან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ აკაკი ბობოხიძეს უპასუხა. ბობოხიძემ განაცხადა, რომ სოფელი დიდ ჯიხაიშში, საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობის დროს დასაქმებულ მუშებს ხელფასები არ მიუღიათ  და იუსტიციის მინისტრს ამ საქმით დაინტერესებისკენ მოუწოდა. წულუკიანმა კი სოციალური ქსელის მეშვეობით მიმართა: „შენ დაგენაცვლა ამბის მიმტანი, კაკო!

იტვირთბა....