ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში, ბადრი ესებუას მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა. ესებუა იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ნაწილში თავს დამნაშავედ ცნობს და ბრალს აღიარებს.
“დიახ, თავს დამნაშავედ ვცნობ. ჩემი იყო ის იარაღი” – თქვა ესებუამ [ინტერპრესსნიუსი].
შეგახსენებთ,რომ ორწლიანი ძებნის შემდეგ პოლიციამ ბადრი ესებუა 8 თებერვალს დააკავა. ესებუა 2020 წლის 21 ოქტომბერს საქართველოს ბანკში შეიჭრა 40-ზე მეტი პირი მძევლად აიყვანა და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ ნახევარი მილიონი აშშ დოლარი მოითხოვა, თანხის მიღების შემდეგ კი მიმალვა შეძლო.