aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“თუ საქართველოში ელჩად დამამტკიცებენ, ყურადღებას გავამახვილებ 4 პრიორიტეტზე”– რას აცხადებს დანიგენი

aviabiletebi
ავიაბილეთები

აშშ-ის კონგრესში მოსმენაზე საქართველოში ელჩობის კანდიდატმა, რობინ დანიგენმა, განაცხადა:

“თუ საქართველოში აშშ-ის ელჩად დამამტკიცებენ, ჩემი ყურადღება გამახვილებული იქნება ოთხ პრიორიტეტზე.

პირველი, ეს არის ამერიკის საელჩოს ყველა თანამშრომლისა და საქართველოში მყოფი ყველა ამერიკელის უსაფრთხოების დაცვა.

მეორე, მე ვიმუშავებ საქართველოს მთავრობასთან და ქართველ ხალხთან ერთად, რათა მათ აისრულონ საკუთარი ქვეყნის ევროკავშირში, ნატოსა და ზოგადად დასავლურ სამყაროში ინტეგრირების ოცნება. ეს სასარგებლო იქნება არა მხოლოდ ქართველი ხალხისთვის, არამედ შეერთებული შტატებისთვისაც. საქართველოს დასავლეთში ინტეგრირება ჩვენს ეროვნულ ინტერესებშია. ჩვენ გვჭირდება დემოკრატიული საქართველო, რომელსაც საკუთარი საზღვრების დაცვისა და რუსეთის მხრიდან განხორციელებულ დამაზიანებელ ქმედებებთან გამკლავების უნარი აქვს. საქართველომ დიდ პროგრესს მიაღწია ბოლო 30 წლის განმავლობაში, მაგრამ არსებობს გარკვეული შემაშფოთებელი ფაქტები, რომლებიც მეტყველებს, რომ ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი.

მესამე, მე ხელს შევუწყობ ორმხრივ ვაჭრობასა და ინვესტიციებს, რათა გაიზარდოს ექსპორტი და წახალისდეს ამერიკული კომპანიების მიერ საქართველოში ინვესტირება.

ჩემი მეოთხე პრიორიტეტი იქნება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა, რადგან რუსეთს კვლავ ოკუპირებული აქვს ამ ქვეყნის ტერიტორიის 20%. მე ვიმუშავებ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, რათა პასუხისმგებლობა დავაკისროთ რუსეთს და ვაიძულოთ, რომ შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებები.”

იტვირთბა....