ამერიკულმა გამოცემა „ფორბსმა“ საიუბილეო, 30-ე მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების სია გამოაქვეყნა. ყოველწლიური რეიტინგის ლიდერი კვლავ „მაიკროსოფტის“ დამფუძნებელი ბილ გეითსი გახდა- მისი ქონება 75 მლრდ დოლარად არის შეფასებული.
„ფორბსმა“ მეორე ადგილი „ზარას“ დამფუძნებელს, ამანსიო ორტეგას მიანიჭა, მისი შემოსავალი 67 მლრდ დოლარია.
„ბრინჯაო“-ს მესამე ადგილი უორენ ბაფეტს ხვდა წილად, რომლის ქონება 60,8 მლრდ დოლარად არის შეფასებული.
ათეულში ასევე მოხვდნენ: მექსიკელი მაგნატი კარლოს სლიმი (50 მლრდ დოლარი), „ამაზონის“ მთავარი აქციონერი ჯეფ ბეზოსი (45,2 მლრდ დოლარი), მარკ ცუკერბერგი (44,6 მლრდ დოლარი), Oracle-ს კორპორაციის დირექტორი ლარი ელისონი (43,6 მლრდ დოლარი), „ბლუმბერგის“ დამფუძნებელი მაიკლ ბლუმბერგი (40 მლრდ დოლარი), ძმები ჩარლზი და დევიდ კოხები (39,6 მლრდ დოლარი).