რუსთავში უბედურ შემთხვევას კაცი ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, საწარმო “ემენ ქიმიკალ ჯორჯიას” ტერიტორიაზე შუა ხნის მამაკაცი მილების გაწმენდით სამუშაოებს ასრულებდა, რა დროსაც რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სამართალდამცავები.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.