საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი შვედეთის გვირგვინოსან პრინცესას, ვიქტორიას შეხვდა.
ზურაბიშვილმა შვედეთის პრინცესას ორბელიანების სასახლეში უმასპინძლა.
ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
საქართველოს პრეზიდენტთან ერთად, გვირგვინოსანი პრინცესას საქართველოში ვიზიტის მასპინძელი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაა.