ხულოში სხალთის ხეობის ორი სოფელის ყინჩაურისა და გულძაულის მოსახლეობა „შუახევის ჰესის“ მშენებელი კომპანიისგან ზარალის ანაზღაურებასა და კომპენსაციების გაცემას ითხოვს.
მოსახლეობის ინფორმაციით, გვირაბის მშენებლობის შედეგად წყალი დაშრა, განადგურდა სავარგულეები და შეიქმნა ეკოლოგიური პრობლემა.
ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის გამგებელი განმარტავს, რომ კომპანიის მიერ ჩატარებული სამუშაოები საფრთხის შემცველი არ არის და ყველა მიმდინარე სამუშაოსთან დაკავშირებით მონიტორინგი ხორციელდება.
ჰესის მშენებელ კომპანიაში კი კომენტარს არ აკეთებენ.
აჭარის მაღალმთიანეთში ჰესებისთვის საჭირო გვირაბების გაყვანა ერთდროულად რამდენიმე ადგილზე მიმდინარეობს. „შუახევი ჰესის“ მშენებლობა 2017 წლის იანვარში დასრულდება. პროექტი 3 საერთაშორისო ბანკიდან აღებული სესხით ხორციელდება. 185 მეგავატიანი სიმძლავრის ჰესის მშენებლობა 400 მილიონ ლარი ჯდება.