aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ადიგენში შეთანხმება შედგა: მუსლიმების და ქრისტიანების საერთო სასაფლაო გაიხსნება

aviabiletebi
ავიაბილეთები

ადიგენში დაპირისპირებულ მხარეებს შორის შეთანხმება შედგა.  გადაწყდა, რომ ადიგენში მუსლიმების და ქრისტიანების საერთო სასაფლაო გაიხსნება. შეთანხმების მიხედვით, სოფელ ადიგენში არსებული სასაფლაოს ტერიტორია გაიზრდება, გამოიყოფა დამატებითი ადგილი. სასაფლაოსთან სივრცე ორად გაიყოფა და ორი შესასვლელი ექნება.

როგორც დასავლეთ საქართველოს მუფთმა ბეგლარ ქამაშიძემ განაცხადა, ორივე მხარე მოლაპარაკების აღნიშნულ პირობებს დასთანხმდა.

ადიგენში ამ დროისთვის  სიმშვიდეა. ადგილზე ისევ რჩებიან სამართალდამცავები.

შეგახსენებთ, რომ სოფელ  ადიგენში რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირება ორი დღის წინ მოხდა. ადგილობრივი ქრისტიანების ჯგუფი სოფლის ცენტრში მდგარ მუსლიმებს, რომლებიც ადიგენის გამგებელთან და მის მოადგილესთან ერთად სოფელში მუსლიმური საფლავისთვის მიწის გამოყოფის საკითხს იხილავდნენ, თავს დაესხნენ. თავდასხმის შედეგად სამმა მუსლიმმა ფიზიკური დაზიანება მიიღო.

იტვირთბა....