პაატა ბურჭულაძის “საქართველოს განვითარების ფონდი” კახეთში ბიუჯეტის ფლანგვის ფაქტების გამოაშკარავებას აგრძელებს. მათი ინფორმაციით, ლაგოდეხსა და გურჯაანის რაიონებში ამორტიზებული ინფრასტრუქტურის და გზების პრობლემების მოგვარების ნაცვლად, ადგილობრივი ხელისუფლება ბიუჯეტის თანხებს ფლანგავს და არამიზნობრივად იყენებს, რაც კორუფციული გარიგებების საფუძვლიან ეჭვს აჩენს.
“კახეთის ინფრასტრუქტურულ ტენდერების წარმართვისას ლაგოდეხში 1 856 500 ლარი, ხოლო გურჯაანში 4 017 000 ლარია გახარჯული. ჯამში ორივე რაიონში კანონდარღვევით დაიხარჯა 5 873 500 ლარი. კახეთში ამორტიზებული ინფრასტურქტურის და გზების პრობლემების მოგვარების ნაცვლად ადგილობრივი ხელისუფლება ბიუჯეტის თანხებს ფლანგავს და არამიზნობრივად იყენებს. რაც კორუფციული გარიგებების საფუძვლიან ეჭვს აჩენს.
კახეთში ტენდერების წარმოება ხორციელდება სრული ქაოსით. მაშინ როდესაც გამარტივებული შესყიდვა უნდა ანაზღაურდეს ფაქტობრივი დანახარჯებით, ასეთი თანხები ანაზღაურებულია დაუსაბუთებელი ხარჯთაღრიცხვით და კანონმდებლობის დარღვევით.
არსებობს უამრავი დარღვევა, ადგილობრივი ხელისუფლება კი არ აღიარებს და უფრო მეტიც, მათ იციან ამ დარღვევების შესახებ და უტიფრად უარყოფენ დანაშულს. რომელიც დასაბუტებულია ასევე სახელმწიფო აუდიტის მიერაც. “ – განაცხადა „პაატა ბურჭულაძის – საქართველოს განვითარების ფონდის“ შიდა პოლიტიკის სამართლის ჯგუფის ხელმძღვანელმა ხათუნა ლაგაზიძემ.
“ეს არის ის კონკრეტული დარღვევები, რომელიც ჩადენილია ლაგოდეხისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტში და დღემდე ამის გამო პასუხი არ მოეთხოვა არც ერთ ჩინოვნიკს.
1, სოფელ კაჭრეთი ჩუმლაყის გზის კაპიტალურ მოწყობაზე გურჯაანის მუნიციპალიტეტმა ექსპერტიზით დადასტურებულ უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოში გადაიხადა 280 000 ლარი და არ მოითხოვა უხარისხოთ შესრულებულ სამუშაოში საგარანტიო თანხა რის გამოც ბიუჯეტმა დაკარგა 136 000 ლარი.
2, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში გზის საფარის მოწყობის დროს დაიგო 4 სმ – იანი გზა 6,5 სმ ის ნაცვლად რის გამოც ლაგოდეხის მუნიციპალიტეტმა გაფლანგა 127 900 ლარი.
3, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სოფლის დახმარების პროგრამით გათვალისწინებული იყო 36600 ლარი სოფელ კარსუბანში და წიფლისწყაროში სასმელი წყლებზე რეზერვუარების დადგმაზე და სისტემაში დაერთებაზე დღესაც კი აღნიშნულ სოფლებს წყალი არ მიეწოდებათ.”- განაცხადა “საქართველოს განვითარების ფონდის“ კახეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გიორგი მეგრელიშვილმა.