aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ვაკის პარკში სასტუმრო აღარ აშენდება

aviabiletebi
ავიაბილეთები

 

ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტის” მშენებლობის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, ბათილადაა ცნობილი მშენებლობის ნებართვა და სპეციალური ზონალური შეთანხმება.

საქმე თბილისის მერიას საკითხის გადაუწყვეტლად დაუბრუნდა უკან განსახილველად.

ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლობის დასაშვებობაზე სამართლებრივი დავა უკვე 2 წელია მიმდინარეობს.

საქალაქო სასამართლოს უნდა ემსჯელა ცნოს თუ არა ბათილად თბილისის მერის 2013 წლის 24 ივლისის #1592 განკარგულება და თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 20 სექტემბრის #909795 ბრძანება.

24 ივლისის განკარგულებით, თბილისის მერმა  ი. ჭავჭავაძის გამზ. #68-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე სასტუმროს განთავსების მიზნით სპეციალური (ზონალური) შეთანხმება დაამტკიცა, რომლითაც ქალაქთმშენებლობითი პარამეტრები გაიზარდა.  ხოლო, 20 სექტემბრის ბრძანებით, თბილისის არქიტექტურის სამსახურმა ჭავჭავაძის  #68-ში სასტუმროს მშენებლობის ნებართვა გასცა.

სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლობის დასაშვებობის შესახებ საქალაქო სასამართლოში რამდენიმე სარჩელი 2014 წლის გაზაფხულზე შევიდა. დღეს გამოცხადდა გადაწყვეტილება საქმეზე, რომელიც “პარტიზანი მებაღეების”, ზურაბ ბაქრაძის, თემურ კალანდაძისა და „მწვანე ალტერნატივას“ სარჩელები ერთ საქმედ აერთიანებდა. ცალკე საქმედ რჩება თეა კუჭუხიძისა და „უსაფრთხო სივრცის“ მიერ შეტანილი სარჩელი, რომლის არსებითი განხილვაც ასევე ჯერ კიდევ არ დაწყებულა.

liberali.ge

იტვირთბა....