aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

აშშ-ს ირანთან კონფლიქტი არ სურს, მაგრამ ჩვენი ხალხის დასაცავად ძალას გამოვიყენებთ – ბაიდენი

aviabiletebi
ავიაბილეთები

აშშ-ს ირანთან კონფლიქტი არ სურს, მაგრამ ჩვენი ხალხის დასაცავად ძალას გამოვიყენებთ – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

“არ დაუშვათ შეცდომა: აშშ-ს არ სურს კონფლიქტი ირანთან, მაგრამ მზად ვართ, ძალისმიერად ვიმოქმედებთ ჩვენი ხალხის დასაცავად”. – აღნიშნა ბაიდენმა.

24 მარტს აშშ-ს საჰაერო ძალებმა სირიაში ირანის მიერ მხარდაჭერილ ჯგუფის ბაზაზე მაღალი სიზუსტის იერიშები მიიტანა. ეს საპასუხო იერიში იყო.

აქამდე, სირიული შეიარაღებული დაჯგუფება თავს, სავარაუდოდ ირანული დრონით, დაესხა კოალიციის ბაზას, რასაც ერთი ამერიკელი კონტრაქტორი ემსხვერპლა. დაიჭრა ხუთი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეც. აქედან ორს ადგილზე უმკურნალეს, სამი კი ერაყში მდებარე კლინიკაში გადაიყვანეს. თავდასხმა სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთში მოხდა.

იტვირთბა....