aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

მკვლელობა დიღომში – პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

გუშინ, 24 მარტს, დიღმის მასივის მე-3 კვარტალში ერთი ადამიანი მოკლეს. პროკურატურის განცხადებით, თბილისში, მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა.

“ურთიერთშელაპარაკებისას ბრალდებულმა დანით დაზარალებულს სხეულის სხვადასხვა არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა”, – წერია უწყების განცხადებაში.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს უკვე მიმართა.

იტვირთბა....