aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რუსთავში კორპუსის ფანჯრიდან ბავშვი გადმოვარდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

რუსთავში, ფალიაშვილის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მე-3 სართულის ფანჯრიდან 3 წლის გოგონა გადმოვარდა.

თვითმხილველის ინფორმაციით, მცირეწლოვანი კლინიკაში გადაყვანისას კონტაქტური იყო.

“უკან მივიხედე, მე მეგონა პარკი ჩამოვარდა მეთქი. მერე დედამისი წამოვიდა ტირილით, შვილო, შვილოო და მივხვდი, რომ რაღაც საშინელება მოხდა. გადავხტი, აიყვანა ხელში, მერე მეზობლებიც გამოვიდნენ და ბავშვი მობრუნდა, ლაპარკობდა. ღმერთმა გადაარჩინოს, რა უნდა ვთქვა”, – აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი “ინფო რუსთავთან”.

მცირეწლოვანი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში, შემდეგ კი იაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანა.

სამედიცინო დაწესებულების გადაუდებელი დახმარების განყოფილების ხელმძღვანელის, თეა გელაშვილის თქმით, პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

“ჩვენს კლინიკაში 112-მა შემოიყვანა 3 წლის კლინიკა, რომელის დიაგნოზიც მრავლობითი ტრავმული დაზიანება იყო. პაციენტს აღენიშნებოდა მარჯვენა ბარძაყის ძვლის მოტეხილობა ცდომით, გულ-მკერდის დახურული ტრავმა, ამ ეტაპზე ის უკვე გადაყვანილია ბავშვთა საავდმყოფოში, იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში. მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის და პოლიპროფილურ კლინიკაში გადავიდა შემდგომი მკურნალობის მიზნით”, – განაცხადა გელაშვილმა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები.

იტვირთბა....