ახალი ამბები მთავარი სამართალი

3 არასრულწლოვანი, რომელიც გორში ბენზინგასამართ სადგურის ყაჩაღობაში ამხილეს, 1000-1000 ლარით დააჯარიმეს

გორში ბენზინგასამართ სადგურზე თავდასხმაში მხილებული არასრუწლოვნები 1000-1000 ლარით დააჯარიმეს.

2-წლიანი განხილვის შედეგად, სამივე ახალგაზრდა ჯამში 3000 ლარს გადაიხდის. თავდაპირველად მოზარდებს 2-2 წლით პირობითი მსჯავრი ჰქონდათ დაკისრებული.

ცნობისთვის, დანაშაული გორის მუნიციპალიტეტის სოფ. ხ-ში მოხდა. საქმის მასალების მიხედვით, 3 არასრულწლოვანი დანის გამოყენებით თავს დაესხნენ ბენზინგასამართ სადგურს, ოპერატორს თანხა მოსთხოვეს. ბენზინგასამართ სადგურზე თავდასხმა ღამის პირველის ნახევარზე მოხდა.

არასრულწლოვნებმა 380 ლარი და სამსუნგის ტელეფონი გაიტაცეს.

სასამართლოს განმარტებით, გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მოზარდების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, რადგან აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს 6-დან 9 წლამდე პატიმრობას.

იტვირთბა....