იურისტი მარიამ კუბლაშვილი სოციალურ ქსელში მაგდა პაპიძის სკანდალურ საქმეს ეხმაურება. მარიამ კუბლაშვილის განცხადებით, პროკურატურის მიერ გავრცელებული დეტალები საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე იყო გამოწვეული და ბრალდების მხარესაც შეეძლო თავის დასაცავად საწინააღმდეგო მტკიცებულებები გაევრცელებინა:
„ჩემო ძვირფასო კოლეგებო!
ვინ აგიკრძალათ თქვენც წარმოგედგინათ საზოგადოებისვის სარისპირო მტკიცებულებები? ან საპირისპიროდ ნაკლები ისაუბრეს და ვუსმინეთ პაპიძის ოჯახის თავის მართლებას? მათ არგუმენტებსაც? იქნებ ესეც ზეწოლაა სასამართლოზე…ხოლო რატომ გააკეთა ეს ბრალდების მხარემ? მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო! დიახ, ამ საშინელი დანაშაულის მოსმენის შემდგომ ადამიანები ვართ, შოკირებულია სრულიად საქართველო. ბავშვები კითხულობენ თავისდაუნებურად, ისმენენ. დედები ყელაზე მეტად მძიმედ განვიცდით და ა.შ. დიახ, ვალდებულია სამართალდამცავი ორგანო პასუხი გაგვცეს, გაგვარკვიოს მცირედ დეტალებში მაინც. ბრალდების მხარემ გარკვევით გამოაცხადა, რომ ეს მხოლოდ ნაწილობრივი მტკიცებულებებია, მცირედი. ის ფაქტი, რომ დაუშვებელ მტკიცებულებად სცნოს სასამართლომ ეს ნივთმტკიცებები, კი არარეალობა. რამდენი რამის თქმა მინდა…უდანაშალობის პრეზუმფცია და ჩემი სამართლებრივი ცოდნა მაჩუმებს ამ ეტაპზე, რომ წინასწარ როგორმე გავჩუმდე. ერთს ვითხოვდი – თვალში ნაცარს ნუ აყრით ხალხს, გამაღიზიანებელია! ვინც იცის და ხვდება რეალურად რაც ხდება სწორედ მათთვის.. გაჩუმდეს პაპიძის ოჯახი, დადუმდნენ გადაწვეტილების მიღებამდე მაინც!!“ – წერს მარიამ კუბლაშვილი.